ბიზნესმენ დავით კოდუას თავს დაესხნენ

ბიზნესმენ დავით კოდუას თავს დაესხნენ

ბიზნესმენ დავით კოდუას თავს დაესხნენ. შემთხვევა დაახლოებით დღის ორ საათზე, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ და სახეზე ნიღაბი ეკეთათ. მისი ძმის, გიორგი კოდუას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია ვარაუდობს, რომ იმ ადგილზე სადაც შემთხვევა მოხდა სათვალთვალო კამერები არ არის.

დავით კოდუა  ამჟამად  უგონო მდგომარეობაში იმყოფება და  რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული.  დავით კოდუა კლინიკაში დღეს, დაახლოებით 15.00 საათზე მოათავსეს. 

რკინიგზის საავადმყოფოსთან კოდუას ახლობლები და მეგობრები არიან შეკრებილი. თუმცა, ისინი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ამასთან, შსს-ს ცნობით, დავით კოდუას ცემის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: