როგორ დაეცა გაგრა...

როგორ დაეცა გაგრა...

როგორ დაეცა გაგრა

აფხაზეთი მუდამ მემახსოვრება

გაგრძელება

მაიზერ გელოვანი

გაგრის დაკარგვამ, გაგრასთან წაგებამ დაგვაკარგვინა მთლიანად აფხაზეთი.

 ჩვენ ვებრძოდით კაზაკებს, რუსებსა და ჩეჩნებს. უშუალოდ ჩვენი ბატალიონი შეება შამილ ბასაევის დაჯგუფებას, მათ მოგვაქციეს ალყაში. ადგილზე ჩასულები პოზიციებზე გავიშალეთ, ჩავდექით, მაგრამ რა ხდებოდა? ძალიან არეულობა იყო, რამოდენიმე დაჯგუფება იყო და არ იყო ერთიანი მართვა. შტაბს ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი მარინაშვილი, უზადოდ პატიოსანი ადამიანი, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო ძალიან ბევრი არ ემორჩილებოდა, თავისით დარბოდნენ აღმა-დაღმა. ერთხელ ტანკი შეიყვანეს ზღვაში გასარეცხად, რად უნდოდა ტანკს გარეცხვა. ჩარჩა ეს ტანკი ზღვაში და ორი ტანკი დაჭირდათ ამოსაყვანად. ასეთ სისულელეებს აკეთებდნენ და... 14 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე იყო პოზიციური ბრძოლები, ავათჰარას ხეობა, კოლხიდა, აი, ეს პოზიციები გვეკავა ჩვენ. ბასაევის დაჯგუფებასთან ბრძოლა ბოლოს გვქონდა, მანამდე იყო გადასვლა-გადმოსვლა. ყველაზე მეტად 1 ოქტომბერს დაიძაბა სიტუაცია, ეტყობა გენერალური ოპერაცია ჩაატარეს და შემოგვიტიეს. ამას წინ დაგომისის ხელშეკრულება უსწრებდა. გაგრაში მოხდა მებრძოლთა შემცირება, დავრჩით ჩვენ, ადგილობრივი გაგრის ბატალიონი, მხედრიონი 60 კაციანი ჯგუფი იყო, ძირითადად კომენდატურა იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბადრი ფიცხელიანი, ავაზა და თეთრი არწივი. ავაზა და თეთრი არწივი შეაწყდა მტერს, თითქმის განადგურდნენ. დანარჩენები ზოგი გაიყვანეს, პირადად ჩვენი ბატალიონს რომ შემოუტიეს პირველი ჩვენი მსხვერპლი იყო აბელი ქართველიშვილი, 21 წლის, ჩვენი ბატალიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ეს იყო 1 ოქტომბერს საღამოს, კოლხიდაში ვერ გავუძელით შემოტევას და გაგრისკენ დავიხიეთ, გავმაგრდით გაგრაში. დილით, გამთენიისას, მოვიდა ბრძანება გადმოტვირთეთ ტყვია-წამალი თვითმფრინავიდანო. გადმოვტვირთეთ, საწყობში წაიღეს. ეს იარაღი ჩვენამდე არ მოსულა, მაგრამ შემდეგ როგორც თქვეს, ტყვია-წამალი კი არა სასმელი და კონსერვები იყოო. ჩვენ არ გაგვიხსნია ყუთები და არ ვიცი რა იყო ამ ყუთებში. 2 ოქტომბერს შემოგვიტიეს, 1 ოქტომბერს კი ქალაქში ავტობუსებმა დაიწყეს მოძრაობა და გაიხსნა სკოლები. ესე იგი ეს იმის ნიშანი იყო, რომ არაფერი უნდა მომხდარიყო. არადა იმ საღამოს დაგვარტყეს, 2-ში უკვე & საათისთვის სეტევა დაიწყო. ძალიან დიდი ძალა წამოვიდა. ერთმა ტანკმა გადაწყვიტა ამ ბრძოლის ბედი.

    მოდიოდა ერთადერთი ტანკი ტ72, ფაქტიურად ამ ერთმა ტანკმა მოახდინა გაგრის დაცემა! დიახ, ერთმა ტანკმა! როდესაც ყუმბარმტყორცნებს ვესროდით ვერ ვაფეთქებდით, ბრონი ქონდა. ჩვენ ასეთი ტანკი პირველად ვნახეთ მაშინ, არ იყო ჩვენს შეიარაღებაში. პანიკა გამოიწვია ამან, უკანდახევის ბრძანება იყო. ჩვენ გავმაგრდით სასტუმროს შენობაში, მაგრამ იმხელა შემოტევა იყო, უკვე ვერ ვუძლებდით. ტყვია-წამალი შემოგველია და მაშველიც არ გამოჩნდა. სადღაც 10-11 საათისთვის ჩვენი ვერტმფრენები მოფრინდა, ერთი წრე შემოხაზეს, ცარიელ ადგილებზე ჩამოყარეს ბომბები და გაფრინდნენ, ჩვენამდე არავინ მოსულა.

  - 42 დაიღუპა და 47 ტყვედ ჩავარდა. სამი კაცი გამოვედით, ისიც იმიტომ რომ დაბომბვიც დროს ის კუთხე, სადაც ჩვენ ვიყავით გამაგრებულები შენობის ძირითად

ნაწილს მოსწყდა. კავშირზე რომ გავედით გვითხრეს გამაგრდითო, მერე გვითხრეს თეთრი ზეწრები დააფინეთ შენობის სახურავზე რომ შეგნიშნოთ და მოვალთო, მაგრამ... არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ფაქტიურად ჩვენი ბატალიონი გაწირეს. 

   ტყით გავედით. შენობა გადაიწვა დაბომბვის შემდეგ, მე და ორი ბიჭი მოვხვდით სახლის იმ მხარეს საიდანაც ტყე იწყებოდა, თავზე რომ გვენგრეოდა სახლი, კედლებმა ნგრევა დაიწყო და უკვე იქ ყოფნას აზრი არ ქონდა, მოწყვეტილი ვიყავით, რა ხდებოდა არც ვიცოდით უკვე. მეორე სართულზე ამოსვლა რომ დაიწყო მტერმა ჩვენ ტყეში შევედით, განთიადისაკენ წავედით. გზაში რამდენიმე შეტაკება გვქონდა, სამში ჩამოფრინდნენ შევარდნაძე, გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი, პარლამენტარი ნოდარ ნათაძე. დელეგაცია განთიადში ჩამოვიდა, შევარდნაძემ პირობა დაუდო ხალხს რომ აუცილებლად დაიბრუნებდა გაგრას და წავიდა. ერთი კვირა პატარ-პატარა შეტაკებები იყო, ლესელიძეში რომ შემოვიდნენ ჩვენ უკვე ადლერში გადავედით. იქ საქართველოდან წასული დევნილების თავშესაფარი იყო, ერთ-ერთ თვითმფრინავს ჩამოვყევით თბილისში.

გაგრძელება იქნება.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: