Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
4-05-2014, 17:39
ნანახია: 800

გიორგი ლაღიძე: გიორგი კოდუასთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას არ ვეთანხმები

პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე შსს-ს მიერ, გიორგი კოდუას ცემის ფაქტთან დაკავშირებულ ვერსიას არ იზიარებს და აცხადებს, რომ სამათალდამცავმა ორგანოებმა უფრო ეფექტურად უნდა იმუშაონ.

„მიმაჩნია, რომ დავით კოდუაზე თავდასხმის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად უნდა შეფასდეს. ეს არის დასაგმობი და ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ჩვენ უკვე გამოვიარეთ ის ავბედითი 90-იანი წლები, როდესაც ადამიანებს ქუჩაში ესხმოდნენ თავს და არ უნდა დავუშვათ ანალოგიური ფაქტების განმეორება. 

ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს არის ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების სუსტი მუშაობისა და უუნარობის შედეგი. ფაქტია, რომ ვერ ხდება დანაშაულის პრევენცია. 

თუ ადამიანებს სურთ ერთმანეთთან რაიმე საკითხის გარკვევა, ამისათვის არსებობს სასამართლო და ეს უნდა ხდებოდეს კანონის ენით. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს დანაშაულის ზრდა, რისთვისაც ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა იმუშაოს. ასევე, რაც ძალიან ცუდია არის ის, რომ დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტები მრავლად გვაქვს. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშვეებს კანონის შესაბამისად უნდა მოეთხოვოს პასუხი. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს არ შეიძლება იყოს ერთი ადამიანის ნამოქმედარი, ამიტომ მე პირადად, როგორც იურისტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვერსიის არ მჯერა.- აცხადებს გიორგი ლაღიძე.