"ახალი გაზეთის" ჟურნალისტები ინფო 9-ის კამერებით იმუშავებენ?

"ახალი გაზეთის" ჟურნალისტები ინფო 9-ის კამერებით იმუშავებენ?

   ცნობილი ხდება, რომ "ახალი გაზეთის" ჟურნალისტები "ქართული ოცნების" პიარს უზრუნველყოფენ. სანდო წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ახალი გაზეთის" ჟურნალისტები ქუთაისის მერის  მოვალეობის სამომავლო კანდიდატის შოთა მურღულიას პიარისთვის  მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.       

   საინფორმაციო საგენტო "ქუთაისითუდეი " იუწყება, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" და "ახალი გაზეთის" რედაქციამ ("ნიუპრესმა")  ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად გააფორმეს,  სააგენტოს ცნობით ეს რამდენიმე თვიანი ხელშეკრულებაა, რომელიც ქუთაისში მერობის სამომავლო  კანდიდატის შოთა მურღულიას აქტივობების გაშუქებას და სხვა მედიასაშუალებებისთვის  ინფორმაციის  მიწოდებას ითვალისწინებს, გავრცელებული ინფორმაციით "ახალი გაზეთის"  რედაქციას  რამდენიმე კამერა ინფო 9 ის რედაქციიდან უკვე ჩამოუვიდათ.  

   ახალი გაზეთის ჟურნალისტები მუშაობას მერის პიარის შესაქმნელად უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

დათო ცხვარაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: