Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (4)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
9-05-2014, 16:54
ნანახია: 870

ცოტნე გამსახურდია: ხელისუფლებას და RMG -ს უცხოელი ექსპერტები დატყვევებული ჰყავთ

ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, კომპანია RMG გოლდს და ხელისუფლებას,  უცხოელი ექსპერტები დატყვევებული ჰყავთ და საზოგადოებას მათთან არანაირი კომუნკაციის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც  საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა, ცოტნე გამსახურდიამ „ივერიონს“, რუსთაველის გამზირეზე აქციის  მიმდინარეობისას განუცხადა, საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტოტიაზე პროცესები არაგამჭვირვალედ მიმდინარეობს.  

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ გერმანელი და ამერიკელი ექსპერტებისგან შემდგარ, გაფართოებულ კომისიას, რომელზეც თავიდანვე იყო ლაპარაკი, ხელისუფლებამ და მასთან ასე შეხმატკბილებულმა RMG  გოლდმა, საყდრისის სრულყოფილად და გამჭვირვალედ შესწავლის საშუალება მისცეს.

ჩვენ ასევე მოვითხოვთ, რომ RMG - ს და კულტურული მემკვიდრეობის საააგენტოს მოწვევით, საქართველოში მოწვეულ  ბულგარელ და გერმანელ ექსპერტრბს, სანამ ქვეყანას დატოვებენ, თუ საზოგადოებასთან არა, ჟურნალისტებთან  შეხვდრის საშუალება მიეცეთ. ვინაიდან, ისინი დღეს იმყოფებიან ინტენსიური დაკვირვებიოს ქვეშ. მათ ეუბნებიან, რომ თუ არ დაინგრევა საყდრისი, დაინგრევა საქართველოს ეკონონიკა, რაც დიდი სიცრუეა“, -  აცხადებს ცოტნე გამსახურდია

მირანდა ჭარხალაშვილი