Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (11)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
16-05-2014, 09:11
ნანახია: 654

ქეთი დოლიძე:-

   ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინააღმდეგი იყო და კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც არ წყდება ამ საკითხზე მსჯელობები, თუმცა როგორც ირკვევა პრემიერს და პარლამენტს ამ კანონის მიღებას ძალიან უწონებს ევროპული საზოგადოება, რაც არა ერთხელ გაჟღერებულა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თუ ევროკავშირიდან საქართველოში მყოფი მაღალჩინოსნების დიალოგში და რაც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუის კომენტარშიც, რომლითაც მან მაღალი შეფასება მისცა პრემიერის ძალისხმევას ამ კანონის მიღების გადაწყვეტის საკითხში.

   _"ევროკავშირი პატივს სცემს მრავალფეროვნებას, ყველა მოქალაქის უფლებას მიუხედავად კანის ფერისა, სექსუალური ორიენტაციისა. ეს არ გახლავთ ტრადიციული ან ევროპული ღირებულებები, ეს გახლავთ საყოველთაო ადამიანური ღირებულებები. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით საქართველომ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ იზიარებს ამ ღირებულებებს და მზადაა დაიცვას იგი მოქალაქეთა სასარგებლოდ"-განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.  

   აღნიშნული კანონის თაობაზე საზოგადოებამ უამრავი კომენტარი მოისმინა როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან, შეფასებები ერთმნიშვნელოვანი იყო და ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის მიღებას, თუმცა როგორც გაირკვა თავად "ქართული ოცნების" მომხრეებსაც არ მოსწონთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. კინორეჟისორის ქეთი დოლიძე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც 1 ოქტომბრის არჩევნების წინ, ახლაც"ქართული ოცნების" და მისი კანდიდატის დავით ნარმანიას მხარდამჭერია, ამ კანონის მიღებაში არ ეთანხმება მთავრობას და  მათი შეხედულებები სცილდება ერთმანეთს.

   _"ანტიდისკრიმინაციული კანონი ისე, როგორც ახლა არის მიღებული არ მომწონს. ჩვენთან არა მგონია, რომ ვინმე ოდესმე იჩაგრებოდა. უამრავი მაგალითია იმისი, რომ სხვა შეხედულების ადამიანები ყოველთვის ცხოვრობდნენ ჩვენს გარშემო, მაგრამ მათ მიმართ ყველა იყო ტოლერანტული. ამ კანონის ამ სახით მიღება, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, იწვევს დაპირისპირებას. ამ კანონის მიღებისგან როგორღაც თავი უნდა აგვერიდებინა. ჩემი ცხოვრებით მაქვს დამტკიცებული, რომ ვარ ტოლერანტული ადამიანი, მაგრამ არის რაღაცეები, რაც არ მომწონს და მაქვს კიდეც უფლება არ მომწონდეს. ნამდვილად არ მინდა ამ შეხედულების გამო აღმოვჩნდე უმცირესობაში, თურმე უნდა ვამტკიცო, რომ აქლემი არ ვარ. რა გამოდის, სხვანაირი თუ არ ხარ, რაღაც ვერა ხარ კარგად?"

   კინორეჟისორი აცხადებს, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი იძულებულია საერთაშორისო თამაშის გარკვეული წესები დაიცვას.