ლალი მოროშკინა ზონდერების სიას ასაჯაროებს, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ

ლალი მოროშკინა ზონდერების სიას ასაჯაროებს, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე, აქციების დარბევის ამსახველი, სხვადასხვა დროს გადაღებული, ვიდეომასალა წარმოადგინა. მისი თქმით, ზონდერები, რომლები კადრებში კარგად ჩანს თუ როგორ უმოწყალოდ სცემენ აქციის მონაწილეებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 3 თვის წინ, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ,  დაბრუნდნენ და მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

მათ შორისაა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ყავლაშვილი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში  სსკ-ის 187-ე მუხლის საფუძველზე იყო მიცემული, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს. საქმე ეხებოდა, ბიძინა ივანიშვილის ქონებას, თუმცა პროკურატურამ მისი ბრალის განრიდება მოახდინა. ამ საქმეში ჩართული იყო პროკურორი თამარ მესაბიშვილი, რომელიც, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დიმიტრი დარბაისელის მოადგილის, სიმონიკა მაჩაიძის მეუღლეა.

კიდევ ერთი პირი, რომელიც კადრებში ფიგურირებს, არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ამჟამინდელი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე, რომელიც პატიმრების გადაყვანას კურირებს. „ეს ის ადამიანია, რომლის ხელმოწერითაც 3 პატიმარი გადაიყვანეს გეგუთის ციხეში, რა დროსაც, 5 მარტს ფარტენაძე სასტიკად აწამეს და მოკლეს. შემდეგ ეს  3 პატიმარი ისევ უკან, მე- 6 დაწესებულებაში დააბრუნეს“, - აცახდებს მოროშკინა.

მისი ინფორმაციით, 26 მაისის აქციების დარბევაში  ასევე მონაწილეობდა ჯაბა მაღლაფერიძის ძმა, უჩა მაღლაფერიძე, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსია. 2011 წლის 26 მაისის აქციის კადრებში ასევე ჩანს,  სიმონიკა მაჩაიძე.

მოროშკინას თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მომუშავე 10-მდე ზონდერის სახელი და გვარი ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს უკვე მიაწოდა. 

 

მირანდა ჭარხალაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: