Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
20-05-2014, 19:22
ნანახია: 988

რატომ დაუკვეთეს ლაშა შავიძეს  ია მეტრეველის მკვლელობა?!

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველ  განცხადებას პასუხობს, სადაც მეტერველი აცხადებს, რომ პატიმარ  ლაშა შავიძეზე, რომელსაც  მისი ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული, ზეწოლა მიმდინარეობს.

„20 მაისს, ქალბატონმა ია მეტრეველმა გაავრცელა ინფორმაცია მსჯავრდებულ ლაშა შავიძის შესახებ, რომელსაც, თითქოს, 2008 წელს ნარკოტიკების სანაცვლოდ დაუკვეთეს მისი მკვლელობა, ხოლო ამჟამად პატიმარი ზეწოლის ქვეშაა, რადგან აღნიშნულის შესახებ ია მეტრეველს შეატყობინა.

ქალბატონი ია მეტრეველი გუშინ, 19 მაისს შეხვდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის დავალებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დღესვე დაიწყო ია მეტრეველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება“, - აღნიშნულია სამინისტროს განცახდებაში.