სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ია მეტრეველს პასუხობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ია მეტრეველს პასუხობს

   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცახდებას პასუხობს, სადაც მეტერველი აცხადებს, რომ პატიმარ  ლაშა შავიძეზე, რომელსაც  მისი ლივიდაცია ჰქონდა დავალებული, ზეწოლა მიმდინარეობს. 

   -"20 მაისს, ქალბატონმა ია მეტრეველმა გაავრცელა ინფორმაცია მსჯავრდებულ ლაშა შავიძის შესახებ, რომელსაც, თითქოს, 2008 წელს ნარკოტიკების სანაცვლოდ დაუკვეთეს მისი მკვლელობა, ხოლო ამჟამად პატიმარი ზეწოლის ქვეშაა, რადგან აღნიშნულის შესახებ ია მეტრეველს შეატყობინა.

   ქალბატონი ია მეტრეველი გუშინ, 19 მაისს შეხვდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

   მინისტრის დავალებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დღესვე დაიწყო ია მეტრეველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება", - აღნიშნულია სამინისტროს განცახდებაში.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: