Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
23-05-2014, 14:58
ნანახია: 1622

კახა ძაგანია:-„თუ ნარმანია ბოდიშს არ მოიხდის, მის სახლთან აქციებს დავიწყებთ“

"დედაქალაქი არ იმსახურებს ნარმანიასნაირ პოლიტიკოსს. მან საკუთარი კანდიდატურა უნდა მოხსნას"!

   “ბურჯანაძე – ერთიანიოპოზიციის” ვაზისუბნისმაჟორიტარობისჯანდიდატ, „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია დავით ნარმანიასგან მისი დედის, ნორანარმანიასგანცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.მისივე თქმით, თუ ნარმანიამ ბოდიში საჯაროდ არ მოიხადა, მის სახლთან აქციები გაიმართება.

   -“დავით ნარმანიას დედა აცხადებს, რომ აფხაზეთი თურმე იმიტომ დაგვიკარგავს, რომ თბილისელებს აფხაზების ძულდათ. მე მართლა ველოდებოდი, რომ ნარმანია გააკეთებდა განმარტებას, მაგრამ სამწუხაროდ, მან ეს არ გააკეთა. თბილისის მერობის კანდიდატის მშობელმა თბილისელებს ბრალი დასდო, რომ აფხაზეთის დაკარგვა არის მათი ბრალი. მე მოვუწოდებ დავით ნარმანიას, გააკეთოს განმარტება, ბოდიში მოუხადოს იმ გარდაცვლილი თბილისლების დედებს, რომლებმაც შვილები აფხაზეთის ომში, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაკარგეს. მე ამას დავით ნარმანიას არ ვაპატიებ, მე თვითონ ომის ვეტერანი ვარ, აფხაზეთის ომში მოხალისედ ვიყავი წასული. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. უნდა მოიხადოს ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში დავით ნარმანიას სახლთან აქციებს გავმართავთ, იმ დედებთან ერთად, რომლებმაც შვილები აფხაზეთის ომში დაკარგეს. მას რომ განმარტება გაეკეთებინა, ვაპატიებდით, რადგან თბილისელები მიმტევებლები ვართ. დედაქალაქი არ იმსახურებს ასეთ პოლიტიკოსს. მან საკუთარი კანდიდატურა უნდა მოხსნას!“