Iverioni
«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ოქტომბერი 2018 (4)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
23-05-2014, 15:20
ნანახია: 1443

„ეშმაკის ბორბალი“  რეალური პროტოტიპებით

მწერალთა სახლში მწერალ გურამ ფანჯიკიძის წიგნის, „ეშმაკის ბორბალი“ პრეზენტაცია გაიმართა. საღამოს მწერლის ქალიშვილი, ნათია ფანჯიკიძე უძღვებოდა. 

წამყვანმა მწერლის შემოქმედებაზე და მისი წერის ინდივიდუალურ მანერაზე გაამახვილა ყურადღება. 

რომანი გასული საუკუნი 80-90-იან წლებში, საბჭოთა იმპერიის მსხვრევის ზღვარზე დაიწერა და 1937 წლის რეპრესიებიდან მოყოლებული პირველ აქციებამდე, საქართველოს ისტორიას ასახავს. მასში აღწერილია სტალინის ეპოქა, ავღანეთი საბჭოთა კავშირის დროს,  რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დახვრეტის შემდეგ ხრუშჩოვის საქართველოში სტუმრობა. 

რომანში არაერთი რეალური ისტორიაა აღწერილი, მათ შორის, როგორ გადაარჩინეს თამარ მეფის პორტრეტი, რომელიც ხრუშჩოვს საქართველოდან საჩუქრად მიჰქონდა. რომანი, მწერლის სხვა ნამუშევრებისგან იმითაც განსხვავდება, რომ მას პროტოტიპები ჰყავს.

მთავარი გმირის, შეყვარებული ქალბატონის პროტოტიპი, რომელსაც გადასახლებაში სხვა ბიჭი მიჰყვება, სალომე ღვინიაშვილის ბებიაა. 

პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკანიანი ესწრებოდნენ. 

"ეშმაკის ბორბალი" პირველად 1994 წელს დაიბეჭდა, თუმცა ტირაჟის სიმცირის გამო, მკითხველმა რომანის გაცნობა ვერ შეძლო. რომანის ხელახალი გამოცემა ნათია ფანჯიკიძის იდეა იყო.

 

მირანდა ჭარხალაშვილი