Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
24-05-2014, 13:18
ნანახია: 1156

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომიტეტის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში, დღეს, პოლიტიკისა და პარტნიორობის კომიტეტის დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილის,  მიხეილ დარჩიაშვილის  ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია დაესწრო. სხდომაზე საქართველოს  თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს: 

„ჩვენ განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ  ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია. ასევე, განხილული იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, არსებული ეტაპი და სამომავლო გეგმები. ნატოს  შტაბ-ბინასა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე, ცალსახად, დადებითად შეფასდა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი, ის თავსებადობა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს გააჩნია ალიანსის ძალებთან“, - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

როგორც  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ  აღნიშნა, დადებითი  შეფასება საფუძვლად დაედება შეფასების დოკუმენტს, რომელიც ნატოს საერთაშორისო სამსახურის მიერ უახლოეს პერიოდში მომზადდება და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებს მიეწოდება. დოკუმენტის საფუძველზე უელსის სამიტისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები მომზადება.