"საზოგადოებრივი აზრის" უანგარო სიკეთე

"საზოგადოებრივი აზრის" უანგარო სიკეთე

   დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქველმოქმედო აქცია გამართა, რომელზეც შშმპ პირებს არასამთავრობო ორგანიზაციამ "საზოგადოებრივი აზრი" მექანიკური ეტლები გადასცა. ამ ორგანიზაციის მიერ ასეთი საქველმოქმედო აქციები უკვე პერმანენტულ ხასიათს იღებს და მრავალ ადამიანს იმედს უსახავს.

   როგორც "საზოგადოებრივი აზრის" წარმომადგენელი მიხეილ დიაკონიძე აცხადებს, მათ "კათარზისს" უკვე გადასცეს 4 ასეთი ეტლი და ახლა 12 ადამიანს გადასცემენ, მათ შორის გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლს, (დირექტორი მაია კევლიშვილი) 3 ეტლი გადაეცათ.

   _" ჩვენ გვერდით ვუდგევართ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, ვცდილობთ მაქსიმალურად მიიღონ ის, რაც ცოტათი მაინც შეუმსუბუქებთ ყოფას"-ამბობს მიხეილ დიაკონიძე.

   ახალგაზრდებს ქალაქ ჰანოვერის ქართული სათვისტომო ეხმარება, რომელთან კონტაქტიც თავად დაამყარეს.

   _"ეს მექანიკური ეტლები გერმანიის ქალაქ ჰანოვერის ქართული სათვისტომოს დახმარებით ჩამოგვაქვს და შემდეგ ვაძლევთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ სათვისტომოსთან ჩვენ თვითონ დავამყარეთ ურთიერთობა, დახმარებით ბევრი კეთილი ადამიანია, რომელიც ჩვენი ინიციატივით გვიდგას გვერდით და თუნდაც მცირე წვლილი შეაქვს ამ კეთილ საქმეში. ასეთი აქციები პერმანენტულ ხასიათს შეიძენს და ყველანაირად ვეცდებით კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავახართ"-აცხადებს არჩილ კობაიძე.

    "საზოგადოებრივი აზრი" სხვა კეთილ საქმესაც აკეთებს და ხელს უწყობს წიგნიერების გავრცელებას, ამას კი პროექტი "წიგნიერი" ახორციელებს.

   -"ჩვენ გავაგრძელებთ ეტლების დარიგებას და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროექტი "წიგნიერი", რომლის ფარგლებში შეგროვილ წიგნებს  სასჯელაღსრულების ბანკს გადავცემთ"-ამბობს ორგანიზაციის წევრი ირინა ნახუცრიშვილი.

თამარელა თეთრაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: