Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
29-05-2014, 01:29
ნანახია: 646

ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემის  ფაქტმა  შესაძლოა  ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გადადოს?

როგორც ცნობილია, აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკმა ხელისუფლებას ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემის ფაქტის სასწრაფო გამოძიება ურჩია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შავი ლაქის მომცხები შეიძლება გახდეს საქართველოსთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდშიც.

"... ეს შეიძლება პოლიტიკური პროცესისთვის ძირგამომთხრელი იყოს და ლაქა მოსცხოს საქართველოს რეპუტაციას უცხოეთში. ველით და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მოწოდებებს გამოძიების ჩატარების თაობაზე, რაც იმედია სწრაფად მოხდება", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.