Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
29-05-2014, 09:35
ნანახია: 777

რაულ ჰაჯიმბა:-

   სააგენტო "აფსნი-პრესის" ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი შეხვდა აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერებს: "აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის" თავმჯდომარეს - რაულ ჰაჯიმბას, "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის" ლიდერ ბესლან ბუთბას, ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის - "არუაას" თავმჯდომარეს ვიტალი გაბნიას და ყოფილ პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას. 

   სააგენტო იუწყება, რომ  შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადისლავ სურკოვმა უარი განაცხადა კომენტარზე - ჯერ სათქმელი არაფერიაო. თავის მხრის, რაულ ჰაჯიმბამ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მზად არის იმუშაოს ყველასთან, ვინც კი კონფლიქტის მოგვარებით არის დაინტერესებული. 

   ჰაჯიმბაა თქმით "სურკოვი ორივე მხარეს ელაპარაკება - ჩვენ და პრეზიდენტს, რომელმაც სამუშაო ადგილი დატოვა და გუდაუთაში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება". 

   -"ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ხალხი მოითხოვს - პრეზიდენტის გადადგომას და ყველა საკითხის მშვიდობიანი გზით, კონსტიტუციური ნორმების შესაბამისად მოგვარების შესაძლებლობას,  კომპრომისი არ იქნება და გადადგომის მოთხოვნა არ შეიცვლება"-განაცხადა ჰაჯიმბამ ოპოზიციის შემდგობი ნაბიჯების გამჟღავნებისას.