Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (1)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
29-05-2014, 14:54
ნანახია: 1147

ზვიად ჯავახია:-

   ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად  ჯავახიამ იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს topnews.com.ge -ს ჟურნალისტს მარიამ პატარაიას მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა.

   -"მინდა ვთქვა, რომ  მსგავსი არაფერი მიწოდებია ჟურნალისტ მარიამ პატარაიასთვის, უბრალოდ ვუთხარი, რომ კორექტული შეცდომა მოუვიდა,  მეტიც პირიქით მან მითხრა, რომ კომპიუტერს თავში ჩამარტყამდა, მაგრამ მე არაფერი მითქვამს. მარიამი არის ძალიან გაწონასწორებული , კარგი ადამიანი, მე მას დიდი ხანია ვიცნობ და კარგად  ვიცი, როგორი ადამიანიც არის, მაგრამ მე topnews.com.ge-ს ადმინისტრაციას ბოდისშს არასოდეს მოუხდი, სააგენტოს ჟურნალისტს კი შევხვდი და ვესაუბრე, ავუხსენი  ყველაფერი, ხელიც ჩამოვართვით ერთმანეთს, მაგრამ ბოდიშს საჯაროდ არ მოვიხდი,  მსგავსი არაფერი ჩამიდენია, თუკი არსებობს კადრები ან  ჩანაწერი იმისა, რომ  მე  ჟურნალისტს ასე მივმართე, მანახეთ და  მე ვიცი მერე რასაც ვიზამ"-განაცხადა "ივერიონთან" საუბარში ჯავახიამ.

 

   ცნობისთვის, ჯავახიამ თავიდან  ჩვენთან  საუბრისას მომხდარი უარყო, თუმცა თქვა, რომ  ჟურნალისტთან მსგავსი სიტყვები არ წამოსცდენია. მისივე თქმით ჟურნალისტს მხოლოდ მატყუარა უწოდა  და მეტი არაფერი.  

დავით ცხვარაძე