საბერძნეთის სასამართლომ საქართველოს პროკურატურას ორ თვიანი ვადა მისცა

საბერძნეთის სასამართლომ საქართველოს პროკურატურას ორ თვიანი ვადა მისცა

საბერძნეთის ქალაქ პატრასის სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია პატიმრობიდან, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, საქართველოში ექსტრადირების საკითხის განხილვა კი, ორი თვით გადადო. 

გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

მოსამართლემ საქართველოს მთავარ პროკურატურას,ექსტრადირების საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად  ორ თვიანი ვადა მისცა. სხდომას დათა ახალაიას მამა, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, როლანდ ახალაია ესწრებოდა.

ცნობისთვის, კუდ-ის ყოფლი უფროსი დათა ახალია საბერძნეთში, რამდენიმე თვის წინ, დააკავეს. საქართველოში მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: