Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
30-05-2014, 17:33
ნანახია: 731

შიდა აუდიტორებს სერტიფიკატები გადაეცათ

დღეს, სხვადასხვა უწყების შიდა აუდიტორებს, რომლებმაც ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა, GIZ-ის საჯარო ფინანსების მართვის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბერნ მიულერმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა თამარ ჯაფარიძემ სერტიფიკატები გადასცეს. 

საჯარო სექტორის შიდა აუდიტორებისთვის წელს რიგით მესამე ტრენინგი ჩატარდა შიდა აუდიტის საფუძვლებში. ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით 4-დღიანი სასწავლო კურსი 9 სხვადასხვა უწყების 20-მა შიდა აუდიტორმა გაიარა. 

სწავლებაში მონაწილეობადნენ, როგორც სამინისტროების, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შიდა აუდიტორები. 

ფინანსთა სამინისტროს განცახდებით, საჯარო სექტორში შიდა აუდიტის გაძლიერება, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მნიშვნელოვანია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ი მხარდაჭერით,  შიდა აუდიტის ინსტიტუტის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, აქტიურ ნაბიჯებს დგამს. 

სწავლების მიზანს წარმოადგენდა, აუდიტორები უკეთ გაცნობოდნენ შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განსხვავებულ ფუნქციებს, შიდა აუდიტორული შემოწმების თანამედროვე მიდგომების, რისკების შეფასებისა სტრატეგიული და წლიური დაგეგმვის შესახებ, მიეღოთ ინფორმაცია. 

შიდა აუდიტის მთავარი ფუნქციაა, სწორად შეაფასოს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა და ხელმძღვანელებს,  სისტემის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციები  გასცეს.