Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
31-05-2014, 10:07
ნანახია: 732

თბილისს 17-მდე უცხოელი გამომცემელი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და ლიტერატურის აგენტი ეწვევა

   30 მაისს, კულტურის სამინისტროში გაიხსნა ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა სამუშაო სესიები, რომელიც მოიცავს პრეზენტაციებსა და დისკუსიებს საგამომცემლო, ლიტერატურული და მთარგმნელობითი საკითხების შესახებ. ფორუმ-დიალოგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა გახსნა.

   ფორუმ-დიალოგის ეგიდით, 29-31 მაისს თბილისს 17-მდე უცხოელი გამომცემელი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და ლიტერატურის აგენტი ეწვევა (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, უნგრეთი, ბულგარეთი). სამდღიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრების ვიზიტი თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე; შეხვედრა ქართველ მწერლებთან მწერალთა სახლში; სტუმრების ვიზიტი ქართველი კოლეგების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მათი საგამომცემლო მენეჯმენტის სტრუქტურის გაცნობის მიზნით ქართულ გამომცემლობებსა და წიგნის მაღაზიებში.

  IV ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ასევე - უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება უცხოელ და ქართველ გამომცემლებს, მთარგმნელებს, ლიტერატურის აგენტებსა და მწერლებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების შემუშავებას, ასევე - ლიტერატურის მეშვეობით კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას. ფორუმ-დიალოგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში საგამომცემლობო სექტორისა და წიგნის ინდუსტრიის განვითარებისათვის, თარგმანების რაოდენობის ზრდის, ქვეყანაში მთარგმნელობითი პროცესის გამოცოცხლებისა და მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელის, როგორც პროფესიის განვითარებისათვის.

   ლიტერატურული ფორუმ–დიალოგი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტისა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.