Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
31-05-2014, 16:25
ნანახია: 850

რაში ადანაშაულებს  ზვიად ტომარაძე

   არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ და ადვოკატმა როინ მიგრიაულმა, "სითი პარკის" წინააღმდეგ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის არსის შესახებ "რეპორტიორის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. "ავტომობოლის სადგომზე გადაყვანა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის მოძრაობას აფერხებს. ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის გადაწყვეტილებას კი, მხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მიიღებს"- განაცხადა ზვიად ტორამაძემ. პარლამენტი კანონპროექტს - "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ" საზაფხულო სესიაზე განიხილავს.

    ზვიად ტომარაძე:-"საზოგადოებაში არსებობდა ეჭვები, რომ "სითი პარკთან" მიმართებაში გიგი უგულავას ბიზნეს-ინტერესები გააჩნია. ცნობილია რომ "პრაიმ ტაიმი"-ს მფლობელი არის ასევე გიგი უგულავას ნათესავიც. აქედან გამომდინარე გუშინ სპეციალურად "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში გავაკეთეთ პრესკონფერენცია "სითი პარკის თემაზე, მაინტერესებდა რა მოხდებოდა. მოხდა შემდეგი: "პრაიმ თაიმმა" ყველაფერი იღონა, რომ ეს თემა ფართოდ არ გაშუქებულიყო.

 1. არც წინა დღით არ იმ დღეს არ დაანონსა ჩვენი პრესკონფერენციის შესახებ. 

2. პრესკონფერენციაზე მოვიდა მხოლოდ "რუსთავი2", თუმცა მოლოდინისამებრ, ეს თემა ტელევიზიით არ გააშუქა. 

3. "პრაიმ ტაიმის" გვერდზე დღემდე არ არის დადებული პრესკონფერენციის თემა. 

4. ვიდეო მხოლოდ იუთუბზე ატვირთეს, ისიც მხოლოდ ჩემი სახელი და გვარით... ვფიქრობ ყველაფერი ნათელად დაგვანახა დღევანდელმა პრესკონფერენციამ, ამჯერად რეპორტიორის პრესკლუბში. დღეს მოსული ჟურნალისტებისა და ტელევიზიების სიმრავლემ."