Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
1-06-2014, 11:46
ნანახია: 1498

სოსო ცინცაძე:-,,ჯერ-ჯერობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  აღდგენისა და   აფხაზებსა და ქართველებს შორის დიდი ისტორიული შერიგების შანსს საერთოდ ვერ ვხედავ!

   ,,ივერიონს" ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

 -რამდენად საგანგაშოა აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?

 -აფხაზეთს დღეს უკვე აქვს თავისი გზა და, საით მიდის ეს გზა და სად წაიყვანს მას, სხვა საკითხია.

მახსოვს, ბაღაფში რომ აირჩიეს პრეზიდენტად, გოგა ხაინდრავა გახარებული იყო, ცოლი ჰყავს ქართველი და გვიშველისო, ხაჯინბა რომ აირჩიეს, ესეც უხაროდა ქართველებს, ,,ჩეკისტია", დისციპლინის კაცია და ცუდს არ გვაკასდრებსო. ჩანს, ამ ზღაპრებიდან დღესაც არ გვინდა გამოსვლა...

  დღეს აფხაზეთში მოდის ხაჯიმბაზე უფრო პრორუსული ძალა. იქ უკვე რუსეთთან შეერთებაზეა საუბარი, რასაც, სხათა შორის, ანქვაბი ეწინააღმდეგება, რადგან მას აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა. უკვე  24 აგვისტოსთვის დანიშნულია რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული - დატოვებს თუ არა ანქვაბს, რომელიც გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება ამჟამად.

  აფხაზეთში  ჩვენთვის სასიკეთო ძვრები არ მიმდინარეობს. აფხაზი ერი ცუდ მდგომარეობაშია. იგი გრძნობს, რომ აშკარა  გარუსება ემუქრება, თორემ მისი დამოუკიდებლობა რუსეთისთვის უმნიშვნელოა.

  ერმაკოვი ურალიდან ციმბირში რომ შევიდა, იქ 100 სხვადასვა ტომი დახვდა, რომელთაგანაც დღეს ერთ-ერთი ჩერგეზი ერია გადარჩენილი, სხვა გარუსდა. აფხაზები გრძნობენ ამ საშიშროებას.

  ჩვენ რა შეგვიძლია, იმის გარდა, რომ მათ უნდა დავანახოთ ძლიერი პრაგმატიზმი. აფხაზებს იგივე პრობლემები აქვთ, რაც ქართველებს. ესაა: ნეპოტიზმი, ტოტალური უმუშევრობა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ოპოზიცია ანქვაბისგან საწვავისა   და 900   მილიონი დოლარის ანგარიშებს ითხოვს. ჩვენ ამასაც ვერ ვთხოვთ ჩვენს მთავრობას.

  ცესკო-ს თავმჯდომარე ნინო ჟვანია წესიერი ხელმძღვანელი მეგონა. გამოვიდა და თქვა, ჩვენი თანამშრომლები 24 საათი მუშაობენ და სახელფასო დანამატებს იმსახურებენო. ამ ზღაპრული პრემიებისა და სხვა ამგვართა შესახებ ესმით აფხაზებს. ისინი ჩვენს გაზეთებსაც კითხულობენ და ტელევიზიებსაც უყურებენ. ჩვენი ყოფა ნამდვილად არ არის მიმზიდველი მათთვის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დიდი ისტორიული შერიგების შანსს საერთოდ ვერ ვხედავ.

 -იკვეთება თუ არა ამ ყველაფრის უკან რუსეთის კვალი.  ხომ არ უკავშირდება ეს ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტზე ხელმოწერას?

 -არა, ვინაიდან რუსეთს არ აქვს კოლონიზებული ტერიტორიის რბილი ძალით მართვის პრაქტიკა. ის ყოველთვის რეაგირების სტილშია და პრევენცია მისთვის უცხო ხილია. მან იცის, რომ აფხაზეთის საკითხი ყველაზე კარგი ბერკეტია საქართველოს წინააღმდეგ გამოსაყენებლად. ის ხედავს,  საქართველოს წინაშე იმდენი პრობლემა დგას, რომ მისთვის  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გამოკითხვის მიხედვით,  დღეს პრიორიტეტული არ არის. ჩვენ მაწანწალა ძაღლების პრობლემაც ვერ მოგვიგვარებია დედაქალაქში, მოძრაობის წესებს არ ვიცავთ და პროსპექტებზე გარევაჭრობის დახლებს ვდგამთ.

 -თქვენ, როგორც პოლიტიკური ექსპერტი, როგორ შეაფასებთ უკრაინის არჩევნებს - ვინ მოიგო და ვინ წააგო უკრაინაში განვითარებული მოვლინებით?

 -უკრაინის სასწორი ჯერ-ჯერობით პროდასავლური ორიენტაციისკენაა გადახრილი,მაგრამ ჯერ გამარჯვების დრო არ დამდგარა.

  აღმოსავლეთის მთავარ არტერიულ რეგიონებში (არა კარპატებსა და ლვოვში) ლუგანსკში, დონეცკსა და  დნეპროპეტროვსკში უნდა აღდგეს ცენტრალური ხელისუფლება.

  რუსეთი იძულებული გახდა ეღიარებინა უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტი, თუმცა ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფებების სპონსორობაზე ხელი არ აუღია. პოროშენკოს მოუწევს დაუთმოს რუსეთს, უკრაინაში არ იქნება ფედერალიზაცია, მაგრამ რეგიონების ძალა-უფლება გაიზრდება.

ჩვენთან აყვირდნენ, პოროშენკომ ბენდუქიძე როგორ დანიშნა მრჩევლადო. ვინ გვეკითხება 3- მილიონიან ქვეყანას, ვის აიყვანს მრჩევლად 47-მილიონიანი უკრაინა, რომელსაც რუსეთთან დასადგენი აქვს გაზის ფასი და ჩასატარებელია რადის არჩევნები!

 -ვარაუდობთ თუ არა უკრაინული სცენარის განვითარებას საქართველოში?

  -არა. არანაირი მაიდანი აქ არ იქნება, რადგან ჩვენთან არ ჩანს მმართველ ძალაზე ძლიერი პოლიტიკური გუნდი. შევარდნაზე სააკაშვილმა შეცვალა, სააკაშვილი - ივანიშვილმა, აი, მისი შემცვლელი ძალა ჯერ არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მილიონებს პრემიებში ხარჯავენ და 40 მილიონს სოფლის მეურნეობას აყვედრიან.

თურმე ალასანიას პრემიას თუ არ მისცემენ, კერძო სექტორში გადასვლით გვემუქრება. რა უნდა აკეთოს იქ ალასანიამ, სუბარმა ან ზაქარეიშვილმა, ხომ ვერ მეტყვით? თითქოს ამერიკაში იყონ, სადაც პოსტიდან გადამდგარი თავდაცვის მინისტრი 100-ჯერ მაღალანაზღაურებად კერძო სექტორშ მიდის. სანამ საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალა არ ჩანს, ჩვენს მინისტრებს შეუძლიათ მშვიდა დაიძინონ.

 -უკვა გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო,  ქართველების შევიწროება დაიწყეს და  სახლებიდან აძევებენ. რა პრევენციული ზომების გატარება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას?

 -ამის მოგვარება ივანიშვილს შეეძლო, როგორც გვპირდებოდა. აფხაზებს სურთ საბოლოოდ დაასრულონ ეთნიკური წმენდა.

მორე მხარეს დგას რუსეთის ინტერესი - მას ისლამურ აფხაზეთს ერთმირწმუნე ქართველებთან ურთიერთობა ურჩევნია, რადგან ისლამური რადიკალიზმი ჩრდილოკავკასიასა და დაღესტანში ვერ მოსპო.

  ევროპამ, იცით, რატომ უთხრა კლიჩკოს უარი უკრაინის პრეზიდენტობაზე- მას რუსეთთან საუბარი არ შეეძლო, ამიტომ მოიყვანეს პოროშენკო, რომელიც საერთოდ არ ფიგურირებდა მეიდნის აქციებზე, მაგრამ მას რუსეთთან საუბარი შეუძლია და ,ხომ ხედავთ, ეს ღირსებად ეთვლება. საქართველოში ასეთი პოლიტიკოსო მხოლოდ ბურჯანაძეა, რომელსაც ამ უნარს საქართველოში უღირსობად უთვლიან.

 -ვრცელდება ინფორმაცია, რომ 3 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე, პატრიარქს, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ,  დამსახურებულ პენსიაზე გაუშვებენ. რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია?

 -მის წინააღმდეგ რომ დიდი ჩუმი ომი  და გაჭიანურებული შეთქმულება მიმდინარეობს, საიდუმლო არ არის. სინოდი, რომლის მმართველი ძალები მადრიდის კარის საიდუმლოდაა ქცეული,  გამოიყენებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და აღასრულებს ამას. მსოფლიოში არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც მასზე ძლიერი ინსტიტუტი აძლევდეს ხელს. ჩამოიშორებენ პატრიარქს, ადვილად დაამკვიდრებენ ყალბ ევროპულ ფასეულობებს და კომუნისტობის დროინდელ ეკლესიურ გავლენას  გააბატონებენ.

  იცით, ვინ ებრძვის პატრიარქს ყველაზე მეტად? რესპუბლიკური პარტა, რომელსაც 20 არჩევნებში დამოუკიდებლად არასდროს გაუმარჯვია და დღეს ევროპელებზე უკეთესი ევროპელები არიან და კათოლიკეებზე უკეთესი კეთოლიკეები.

 -პალამენტი განიხილავს კანონპროექტს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ. მისაღებია თუ არა ეს მართლმადიდებელი სახელმწიფოსთვის და რა შედეგს მოიტანს იგი?

ჰოლანდიაში ელჩად მსახურობდა ჩემი მეგობარი, განსვენებული საშა ჩიკვაიძე. მან მითხრა, რომ ჰოლანდიაში, სადაც მარიხუანის მოხმარება ლეგალურია, ჰოლანიელები კი არ მოიხმარენ მას, არამედ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან აქ ნარკომანები და ასე მდიდრდება ამ ქვეყნის ბიუჯეტიო.

საქართველო გაუძლებს ამას? როცა განათლების დონე ნულია, სკოლები ჯანსაღ თაობას ვერ ზრდის, უმაღლესი სასწავლებლები არ არსებობს და ახალგაზრდებს ამ ცდუნებას ცხვირწინ უდებ, ეს დანაშაული არ არის? მე მგონი, ეს ასოცირების ხელშეკრულების ფარული მოთხოვნა შეიძლება იყოს.

საქართველოში ნარკომანია მაღალ დონეზეა, თბილისში, ვაკეში, 90% ნარკომამია. მიტინგებს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის გამო რომ ვმართავთ, ერთი პენსიების გაზრდაზეც მოვაწყოთ!

  ევროპასა და ამერიკაში სიგარეტის მოწევა და კოკა-კოლასა და პეპსის მირთმევა ,,ცუდ ტონად" ითვლება და ჩვენ სადაური ევროპა-ამერიკიდან მოგვაქვს ასეთი კანონები, ჩემთვის ყოვლად გაუგებარია.

  ნარკომანს ციხეში თუ არ ჩასვამ, იკლო კრიმინალმაო, იტყვი, მაშინ დახოცოს ხალხმა ერთმანეთი, არ ჩავთვალოთ  დანაშაულად და კრიმინალი საერთოდ  გაქრება ქვეყნიდან!

 

                                                                                    ესაუბრა ია ჯღარკავა