Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
1-06-2014, 11:52
ნანახია: 1087

ალეკო პაპავა:-

   "ივერიონს" პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე ავქსენტი(ალეკო) პაპავა დაუკავშირდა და ღია წერილის გამოქვეყნება გვთხოვა. წერილს, რომლითაც სენაკის ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი სენაკელებს და მთელ საზოგადოებას მიმართავს უცვლელად გთავაზობთ. (სტილი დაცულია)

   -"სენაკელებო...!

   დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, დარწმუნებული ვარ თითოეულმა თქვენგანმა ეს იცის, მაგრამ მოდით ყველაფერი სააშკაროზე გამოვიტანოთ...

მინდა შეძლებისდაგვარად გაგაცნოთ დღევანდელ სენაკში შექმნილ ვითარებაზე და მინდა ვისაუბრო ამ ე.წ. 21-ე საუკუნის "ფეოდალებზე", რომლებსაც ჰგონიათ, რომ სენაკის მიწა მათთვის ქალამანია და სენაკის ცა კი ქუდი...

   დავიწყოთ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით რომ: "სამეგრელოში ოცნებას ბეჭებზე დადებს..." საიდან ასეთი თამამი განცხადება გუნავასი?!

   იქნებ იმიტომ, რომ სენაკში კოალიცია "ოცნება", "ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია" და რა თქმა უნდა "ნაციონალები" ერთი გუნდია "ყვარყვარეს" თამადობით.

ალბათ დამისვამთ კითხვას: რა მაძლევს საბაბს რომ ასეთ განცხადებსა ვაკეთებ "ყვარყვარეებზე"?!

   პასუხიც კითხვაზე ასეთია: ზემოთ დასახელებული პარტიების ამომრჩევლისადმი წარდგენილი პარტიული სიები და დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები და ასევე მათ მიერ წარდგენილი გამგებლობის კანდიდატები.

   მოდით დავიწყოთ კოალიცია "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელით დემურ გადელიათი (გავიხსენოთ მისი პოლიტიკური კარიერაც კომუნისტური პარტიიდან დაწყებული, მოქალაქეთა კავშირით გაგრძელებული და დღევანდელი ოცნებით დამთავრებული, ყველა პარტია გამოვლილი, სენაკელებო გახსოვთ შევარდნაძის პარლამენტში ერთი ხმამაღალი სიტყვაც მის მიერ წარმოთქმული...?!) 

   იქნება ბატონმა დემურმა გაგვცეს პასუხი, თუ რატომ იყო "ნაციონალური მოძრაობის"  და "ყვარყვარეს" საარჩევნო კამპანიის ასეთი აქტიური დამფინანსებელი :

  14.10. 2007 წელი შ.პ.ს. "არქეოპოლისის" მიერ ნაციონალური მოძრაობისადმი ჩარიცხულია 50 000 ლარი;

  12,02,2008 წელი შ.პ.ს "არქეოპოლისის" მიერ ნაციონალური ნოძრაობისადმი ჩარიცხულია 50 000 ლარი;

  16.02.2010 წელი შ.პ.ს. "არქეოპოლისის" მიერ ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე ჩარიცხულია 100 000 ლარი;

  12,03,2010 წელი შ.პ.ს. "ინდიკოს" მიერ ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე ჩარიცხულია 50 000 ლარი.

   იმედს ვიტოვებ ბატონი დემური ჩემს კითხვას აუცილებლად საჯაროდ გასცემს პასუხს.

   სამწუხაროა, რომ სენაკში ისევ მრავლად არიან ყვარყვარეები!"

   "ივერიონი" მზადაა წერილის ადრესატის გამოხმაურების შემთხვევაში მისი კომენტარი ფართო მკითხველამდე მიიტანოს.