შსს-მ ე.წ. "ბიო"-ს შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ე.წ. "ბიო"-ს შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

   შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გუგა დ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე დააკავეს.

   სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,1962 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.

   გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: