Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (8)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
4-06-2014, 00:56
ნანახია: 1069

რითი მთავრდება უგულავასთვის გამარჯობის თქმა?

   როგორც მკითხველისთვის ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი დააკავა. აღნიშნულ ფაქტს გიგი უგულავა ეხმიანება და აცხადებს, რომ ღონიაშვილს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირი არ აქვს და მისი დაკავება ირაკლი ღარიბაშვილის "დაანონსებული გეგმის" ნაწილია. მისივე თქმით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა  მორიგი ტაკიმასხარაობა, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ დადგა. 

   -"როგორც ჩანს, წაცდენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ღარიბაშვილმა დააანონსა ცხელი ზაფხული და ის, რომ არცერთ რაიონში "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ უნდა გაიმარჯვოს, ამ გეგმამ მოქმედება დაიწყო. არჩევნებამდე ათი დღით ადრე, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მათ გადაწყვიტეს მთავარი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაცია, რომლის მიმართ პირადად, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს, როგორც ჩანს, ძალიან დიდი შიში და ძრწოლა აქვთ. ჯერ იყო ჩემი ავადმყოფი სიმამრი... ყველა, ვისთვისაც გამარჯობა მაქვს ნათქვამი და ვისთანაც ვმეგობრობ, განებივრებულია ფინანსური პოლიციის სტუმრობით. ადამიანი აღარ დარჩა, რომელიც დაწიოკებული არ იყოს. როგორც ჩანს, ასეთი მეთოდებით აქვთ ჩემთან ბრძოლა გადაწყვეტილი. ამას ასევე ვუკავშირებ რომ თევზის ფხასავით გაეჩხირათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ანტიკონსტიტუციურად სცნო".

    ცნობისთვის, როგორც  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აცხადებს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 3391-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

    გამოძიება ინტენსიურად გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით.

    გთავაზობთ დაკავების ოპერაციის ამსახველ მასალას.