Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
5-06-2014, 01:52
ნანახია: 983

ვაჟა ბერიძე:  ,,ღარიბაშვილის შეფასებები  სავსებით რეალისტური და ადეკვატურია!“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის პერიპეტიებზე ,,ივერიონს“ ესაუბრა პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე

- ბატონო ვაჟა, რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე პრემიერის დღევანდელმა გამოსვლამ?

- მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები – ირაკლი ღარიბაშვილი კეთილშობილი პიროვნება და პერსპექტიული პოლიტიკოსია.

რაც შეეხება შთაბეჭდილებას, იგრძნობა, რომ მას მრჩევლები არ ჰყავს. სხვათა შორის, 33 მრჩეველი მხოლოდ ჩემთვის საკმაოდ გაუგებარ სტრუქტურაში, ეკონომიკურ საბჭოშია, ხოლო, რაც შეეხება, უშუალოდ მასთან მომუშავე მრჩეველს, ერთადერთი გამიგია, თამარ ჩუგოშვილი - ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი, არადა, პოლიტიკა, მით უმეტეს, პრემიერის თანამდებობა, ურთულესი სამუშაოა. აქ, არათუ ახალბედა პოლიტიკოსები, არამედ გამოცდილებიც კი ძლიერი გუნდის, მრჩეველ–ანალიტიკოსების გარეშე, როგორც წესი, ფონს ვერ გადიან.

–  როგორ შეაფასა  მან საქართელოსთან დაკავშირებული ვითარება.

– ღარიბაშვილის შეფასებები იყო სავსებით რეალისტური და ადეკვატური. ერთადერთი საკითხი, სადაც მისგან განსხვავებული მოსაზრება მაქვს, რუსეთის როლია ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში. ჩემთვის უდავოა, რომ რუსეთი მართავს პროცესებს აფხაზეთში და იქ ერთი პრორუსული დაჯგუფება მეორე, უფრო პრორუსულით ჩაანაცვლა.

 რა აძლევს პრემიერს ოპტიმიზმის საფუძველს?  

– ოპტიმიზმის საფუძველია ავტორიტარიზმისგან გათავისუფლებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები, ქართველი ხალხის ნიჭიერება და საქართველოს ყურადღების ცენტრში ყოფნა, როგორც დასავლეთის, ისე ევრაზიული კავშირის შექმნაზე მეოცნებეთათვის. ასეთი ინტერესები ქვეყანას კარგი პერსპექტივის საფუძველს უქმნის, თუმცა საამისოდ ერთი პატარა დეტალია აუცილებელი – გამჭრიახი პოლიტიკოსები და თანმიმდევრული, პრაგმატული პოლიტიკური კურსი.

 გაგიმართლათ თუ არა იმედები მისმა გამოსვლამ?

– კი, მისი გამოსვლა ისეთი იყო, როგორსაც მოველოდი.

– რამდენად მტკივნეული იყო მისთვის ჟურნალისტების კითხვები?

– ვფიქრობ, ჟურნალისტების კითხვები მისთვის არც მტკივნეული ყოფილა და არც ძნელი. უბრალოდ, პრემიერი მათზე ემოციურად რეაგირებდა. შიგადაშიგ გამოსჭვივოდა პოლიტიკური მოღვაწეობის არც თუ ხანგრძლივი გამოცდილების შედეგები, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის მხედველობის არიდან ცალკეული ნიუანსები ადეკვატურად არ აღიქმება. მაგალითად, თუ ჟურნალისტმა ან სააგენტომ გაავრცელა ცრუ, არასწორი ინფორმაცია, მთავრობის პრეს–სამსახურმა უნდა უარყოს იგი. ეს ბუნებრივი და ლოგიკურია. მაგრამ, თუ პრემიერის პრეს–სამსახური გააკრიტიკებს ჟურნალსიტის, ვთქვათ, ვახო სანაიას სიუჟეტს და შეაფასებს მის ცალკეულ მონაკვეთებს, დაგმობს მას ან ანათემას გადასცემს, ეს უკვე მედიაზე ზეწოლაა. ესეც მრჩევლების არყოლის შედეგი მგონია.

სოციალურ ქსელში ბევრს წერენ, რომ პრემიერი ისეთივე უხეშია ჟუნალისტებთან ურთიერთობისას, როგორიც ბიძინა ივანიშვილი იყო. თქვენი კომენტარი.

– უხეში ჟურნალისტებთან არც ირაკლი ღარიბაშვილია და არც ბიძინა ივანიშვილი ყოფილა. ვფიქრობ, ორივეს ,,ნაკლია“ გადაჭარბებული გულწრფელობა, რაც ზოგჯერ ფამილარობაში გადადის და შიგადაშიგ ფრივოლურია.

მათ არ მოსწონთ ჩვენი ჟურნალისტების დონე და ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანზიაცია ,,მოქალაქის“ მეშვეობით, ტრენინგების და სემინარების გზით, აპირებს ამ ხარვეზის გამოსწორებას. რაც, ჩემი აზრით, შეუძლებელია. ჩვენი ჟურნალისტიკა და ჟურნალისტები ზუსტად იმავე დონეზე არიან, რა დონეზეც პოლიტიკოსები და პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

 იქ, ბუნებრივია, არიან როგორც კვალიფიციური პროფესიონალები, ისე შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები. მედიას, როგორც ტელე, ისე ბეჭდურ და ინტერნეტ–მედიას უჭირს, ეკონომიურად, იქ ხელფასები დაბალია და ნიჭიერი ჟურნალისტები იძულებულნი ხდებიან სხვა სფეროებში გადაინაცვლონ. ეს აისახება მედიის დონეზე, თუმცა ამას პრესკონფერენციებზე ჟურნალისტების შერისხვა და დამუნათება, რაც ძალიან უყვარდა ყოფილ პრემიერს, არ უნდა მოჰყვებოდეს ხოლმე. ეს პოლიტიკოსების საქმე არ არის!

 

ესაუბრა ია ჯღარკავა