Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
5-06-2014, 09:43
ნანახია: 1088

უჩივლებს თუ არა წალკის გამგებლობის კანდიდატი ნატალია ხოხიაშვილს და სად შეხვდებიან ერთმანეთს?!.

   ნატალია ხოხიაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ წალკაში გამგებლობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ილია საბაძე, დაბალი რეიტინგით სარგებლობს და რაიონის მაცხოვრებლები კოალიცია "ქართული ოცნების" წალკის გამგებლობის კანდიდატის "ბნელ წარსულზე" სუბრობენ. როგორც ნატალია ხოხიაშვილი ადგილობრივებზე დაყრდნობით აცხადებს, საბაძე წალკაში დაბალი რეიტინგით სარგებლობს, ადგილობრივები კი პირად საუბარში აღნიშნული განწყობის დამადასტურებლად კონკრეტულ ფაქტებს იხსენებენ.

   -"გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანმა პირადად ცემა ნინო ბურჯანაძის აქტივისტი და ამ საქმის გამო ვიყავი წალკაში ჩასული, რადგან ჩვენი ორგანიზაცია წინასაარჩევნო კამპანიაზე აწარმოებს დაკვირვებას. პირად საუბრებში განმიცხადეს, რომ რაიონში კოალიცის კანდიდატს დაბალი რეიტინგი აქვს, ამასთან, ფლობს 300 ჰექტარამდე მიწას, რომელიც სხვის სახელზე აქვს გაფორმებული და გამგებლობა სწორედ მისი ბიზნესის შენარჩუებისთვის სურს და არა საქმის საკეთებლად. გარდა ამისა, იხსენებენ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს. კერძოდ, როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, საბაშვილმა თავის დროზე, როდესაც პოლიტიკურ არენაზე "ქართული ოცნება" გამოვიდა და რეგიონებში დაიწყო საარჩევნო კამპანიის წარმოება, არც ერთ ოჯახს არ მისცა უფლება, მათთვის ბინა მიექირავებინა. გარდა ამისა, როგორც ისინი იხსენებენ, მან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მაღალჩინოსნები წაიყვანა სანადიროდ და გაქცეული ნადირის დევნისას ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც ტყეში შეშაზე წასული ადგილობრივის ტრაქტორი დაცხრილეს, თუმცა ფაქტზე არავითარი გამოძიება არ დაწყებულა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მისი დახმარებით დანაშაული დაიმალა. კერძოდ, მისმა მეგობარმა რომან იაკობაძემ საკუთარი მამა მოკლა, ხოლო ილია საბაძის ჩარევით საქმეს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა და ჩაიფარცხა. ამასთან, ის ფიგურირებს "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეშიც. კერძოდ, ის იყო ინფორმატორი კუდ-ის, სამი ახაგაზრდა გეგმავს ციხეზე თავდასხმასო.  ეს ადამიანი წალკის მოსახლეობაზე ზეწოლას დღესაც ახორციელებს. საბაძემ დაიბარა ადგილობრივი პრობაციონერები და დაემუქრა, რომ მისგან განდგომის შემთხვევაში ციხეებიდან თავებს არ გამოაყოფინებდა"-განაცხადა ხოხიაშვილმა ბრიფინგზე. 

   ორგანიზაციის თავმჯდომარე აქვე აცხადებს, რომ აღნიშნული მასალები პროკურატურას გადაეცემა, თუმცა ამატებს, რომ პროკურატურა განსაცვიფრებლად დუმს. როგორც თავად საბაძე აცხადებს, შესაძლოა მან არასამთავრობო ორგანიზაციას "ახალ თაობა – დემოკრატიულ საქართველოს" ღირსებისა და პატივის შელახვისთვის სავარაუდოა სასამართლოში უჩივლოს, რაზეც კომენტარს ისევ ნატალია ხოხიაშვილი აკეთებს:

   -"იჩივლოს და სასამართლოში შევხვდებით!:-ამბობს ხოხიაშვილი.

თაზო ბენიძე