ლევან პირველი-"ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია მიმდინარეობს"

ლევან პირველი-"ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია მიმდინარეობს"

 ბიზნესმენმა ლევან პირველმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ ქვეყანა  პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე დგას და გამოსავალი ერთადერთია- ხელისუფლების პოლიტიკური იდეოლოგიის შეცვლა. მისი შეხედულებით ყოფილ მთავრობასთან შედარებით ამჟამინდელი ხელისუფლება საკმაოდ სუსტია და ყველა ხედავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია მიმდინარეობს.

   -"ამ ძალამ, როგორც იმპორტირებულმა გუნდმა,  თავისი ლიმიტი  ამოწურა  და ალბათ, საჭირო იყო პოლიტიკური შესვენება. ვინც მართავს ამ გუნდს გარედან, ჩათვალა, რომ საჭირო იყო შესვენება. დღევანდელი მმართველი გუნდი კი მას აძლევს საშუალებას, 2016 წლისთვის ისევ  "ნაციონალური მოძრაობა" მოგვევლინოს ქვეყნის სათავეში. ეს შეკრული გუნდია და მათზე დაყრდნობა მყარად შეუძლიათ დამკვეთებს,  "ქართულ ოცნებისგან" განსხვავებით. სხვადასხვა ფასეულობების და იდეოლოგიის გუნდების გაერთიანება რეჟიმის გასასტუმრებლად ლოგიკური იყო, მაგრამ დღევანდელი ქმედებებით არ ჩანს მომავლის გზა. 9 წლიანი დაუნდობელი, დიქტატორული მართვის შემდეგ რა უნდა მოგეხერხებინა წელიწადნახევარში, რომ დაგჭირვებოდა მეორე ტურები?! საერთოდ რომ არაფერი გაგეკეთებინა, ისედაც უნდა გამქრალიყო ეს პოლიტიკური ძალა.

   მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ მომავალს. ალბათ, მხოლოდ რადიკალური ცვლილებები თუ შეძლებს "ქართული ოცნების" გაცოცხლებას. იქ არიან ჯანმრთელი ძალები, კარგი პიროვნებები. უნდა შეიცვალოს ქვეყნის სტრატეგიული კურსი. ვგულისხმობ იდეოლოგიას. თუ "ქართული ოცნება" დროზე არ გადაერთო პატრიოტულ იდეოლოგიაზე, არაფერი დარჩება "ქართული ოცნებისგან"-აცხადებს პირველი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: