ასოცირების ხელშეკრულებაზე პრემიერის ხელმოწერა იქნება

ასოცირების ხელშეკრულებაზე პრემიერის ხელმოწერა იქნება

   საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბრიუსელში ხელმოწერის ცერემონიას 28 ქვეყნის მთავრობის და სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მისივე თქმით საქართველოდან პრემიერთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის უწყება, ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრები გაემგზავრებიან, რადგან როგორც აღმოჩნდა, ეს არის 4 უწყება, რომელზეც ყველაზე დიდი სამუშაო მოდიოდა.

   -"საქართველოს დელეგაცია განსაზღვრულია ფორმულით 1+4, რაც ნიშნავს, დელეგაციის ხელმძღვანელს – პრემიერ-მინისტრს, რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას, ხოლო მისი თანმხლები იქნება 4 მინისტრი, იმ უწყებების ხელმძღვანელები, რომლებიც მონაწილეობდნენ ასოცირების შეთანხმების შემუშავებაში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: