მამუკა არეშიძე: „მოღალატე“, ანუ არაპროფესიონალი მინისტრები საქართველოს მთავრობაში მეც მეგულება!

მამუკა არეშიძე: „მოღალატე“, ანუ არაპროფესიონალი მინისტრები საქართველოს მთავრობაში მეც მეგულება!

დღეს „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებისთვუს ბრიფინგი გამართა.

უპირველესად მან ისაუბრა „მოღალატე მინისტრებთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არ იცის რას გულისხმობდნენ ამ ტერმინში, მაგრამ, მისთვის ეს სიტყვა განიმარტება, როგორც თავისი საქმის არაპროფესიონალები. მან ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში ნამდვილად იცის.

ასევე მან კომენტარი გააკეთა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. მისი აზრით, მას ამის მოლოდინი ჰქონდა - ეს  დემოკრატიის მაჩვენებელია ქვეყანაში, თუმცა გაყალბების ფაქტები ნამდვილად იყო - განსაკუთრებით რეგიონებში, კონკრეტულად გარდაბანში, ქვემო ქართლსა და ჯავახეთში.

„ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც 5 ნომრიანი მაისურები ეცვათ, ახლა კი 41 ნომრიანი მაისურებით დადიან“ -აცხადებს არეშიძე.


ბოლოს კი ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანაში გაყალბების სრულიად ახალი ფორმები შემოიღეს, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მძიმე განვითარების მდგომარეობასთან.

 
მზიკო კახიანი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: