Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
1-07-2014, 00:11
ნანახია: 1120

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია გახდა

   იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარედ ნინო ხოფერია წარადგინა. წულუკიანის თქმით გტძელდება ნოტარიუსთა პალატის გარდაქმნა.

   -"ჩემი მიზანი იყო, ნოტარიუსის პროფესიის რეპუტაციის ამაღლება საზოგადოების თვალში, რადგან უნდა ვაღიაროთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ნოტარიუსი იყო მონაწილე ძალიან ბევრი ჩვენი საზოგადოების წევრის უბედურებისა, ჩვენ ვასრულებთ იმ კულტურას, რომ ნოტარიუსთან შეიძლება ვინმემ ვინმეს ძალადობრივად რაიმე ქონება გადაუფორმოს. ამისთვის არის მთელი სიმკაცრით ამუშავებული დისციპლინური ფორმები. ნელ-ნელა ვემშვიდობებით იმ ნოტარიუსებს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში მონაწილეობდნენ ადამიანების უბედურებაში, პროკურორებთან ერთად. დღეს უკვე ნოტარიუსთა პალატას აქვს განახლებული სახე, ახალ ლოგო და სრულიად ახალი ბრენდია წარმოდგენილი"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

 ნინო ხოფერიას განცხადებით ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს სანოტარო მომსახურების გაუმჯობესებასა და ნოტარიუსთა იმიჯის ამაღლებაზე, ყოველთვის მზად არის ცვლილებებისა და სიახლეებისთვის.