ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარი 90-დღიდან 15 დღემდე მცირდება

ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარი 90-დღიდან 15 დღემდე მცირდება

   "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძისა და მისი პირველი მოადგილის, შალვა შავგულიძის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე მეტი. შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის ყველა იმ მუხლში, რომლითაც ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღეზე მეტხნიანი ვადაა განსაზღვრული.

   დღეს მოქმედი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" ადმინისტრაციული პატიმრობა დგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 90 დღემდე ვადით.

   კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული წესით 90-დღიანი პატიმრობა პროპორციულობის პრინციპს არ შეესაბამება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: