Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (1)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
1-07-2014, 14:07
ნანახია: 1570

98 კურსდამთავრებულს ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ

   დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე უმცროს ოფიცერთა სკოლის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსისა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა სკოლის ავიაციის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის 98 კურსდამთავრებულმა ღვთისა და ერის წინაშე ფიცი დადო. დღეიდან მათ ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ.

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და ოფიცრობა მიულოცეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი მათ სამხედრო კარიერული წინსვლა უსურვა.