Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (1)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
2-07-2014, 09:35
ნანახია: 709

აუნთებს თუ არა ვაშინგტონი ქურთსტანს მწვანე შუქს?

   ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტის მასუდ ბარზანის განცხადებით ის ქურთისტანში უახლოეს თვეებში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისთვის ემზადება. მისი თქმით  ქურთებს აქვთ უფლება დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე. ბოლო ერთი თვის მანძილზე სუნიტი რადიკალების მიერ დაწყებულმა ამბოხებამ ერაყში უმწვავესი კრიზისი გამოიწვია, ისლამური ხალიფატი ქვეყნის უდიდეს ნაწილს და სირიის ტერიტორიის ნაწილსაც აკონტროლებს. არეულობით ქურთებმა ისარგებლეს და რამდენიმე სადაო და სუსტად დემარკირებული რეგიონი დაიკავეს, მათ შორის ნავთობით მდიდარი კირკური. 

   ისრაელის პრემიერ მინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა ბარზანის და განაცხადა, რომ სუნიტელ მებრძოლებთან წინააღმდეგობის გასაწევად დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნას მიესალმება. უნდა გავიხსენოთ, რომ ქურთისტანის დედაქალაქ ერბილში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი იმყოფებოდა. 

   ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბარზანიმ ამ ვიზიტის შემდეგ ვაშინგტონის მწვანე შუქი მიიღო, რომელიც ქურთისტანის დამოუკიდებლობას წლებია ეწინააღმდეგება . ასეთ შემთხვევაში საინტერესოა რა პოზიციას დაიკავებს ანკარა, რომელსაც წლებია ქურთ ტერორისტებთან  პრობლემები აქვს. 

   აღსანიშნავია რომ რადიკალ ქურთებს, რომელთაც პრეზიდენტი არ მიეკუთვნება ქურთისტანის "რუქის" სხვადასხვა ნახაზი აქვთ. ერთ-ერთი ვერსიით ქურთისტანს ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი უნდა ჰქონდეს, უნდა მოიცავდეს დღევანდელი სირიის, დღევანდელი ირანის და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიებს და ჩრდილოეთით აზერბაიჯანის ნახეჩევანს, სომხეთს და საქართველოს უნდა ესაზღვრებოდეს. მეორე ვერსიით კი ქურთისტანი საქართველოს არ ესაზღვრება და არც ხმელთაშუა ზღვაზე აქვს გასასვლელი, თუმცა ის დღევანდელი სირიის, თურქეთის და ირანის ტერიტორიებს მოიცავს.