მამა ელიზბარ დიაკონიძე: ერს ასე უხაროდეს - ხვალიდან გამაუპატიურებენო, ასეთი არაფერი მინახავს!
„მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია, იგი წარმოადგენს მთავარ მუქარას დასავლური ცივილიზაციისათვის, რადგან ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ ცნობს გეებს და ტრანსგენდერებს“ _ ეს განცხადება შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს ეკუთვნის, მისი თქმით, პუტინი ევროპას მართლმადიდებლურ კედელს უშენებს, რითაც დასავლურ ღირებულებებს უპირისპირდება. აღნინშულზე კომენტარი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანს ელიზბარ დიაკონიძეს ვთხოვეთ:
_ ნეტა, ეს სიმართლე იყოს და პუტინი მართლა მართლმადიდებლურ კედელს აშენებდეს. მართლმადიდებლობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ყველა დემოკრატიაზე და ყველა სულერებაზე მაღლა აყენებს პირად თავისუფლებას. რაც შეეხება, ტრანსგენდერებს და გეებს _ ეს არის ეშმაკის მიერ შემოყრილი მიმდევრობა. შვედებმა თავის მინისტრიანად კარგად წაიკითხონ ბიბლია და გაიგონ, რა მოუვიდა სოდომსა და გომორს, ამ ცოდვის მიმდევარ ორ ლამაზ ქალაქს.
სამწუხაროდ, ჩვენშიც მოიკიდეს მათ ფეხი. დღეს ერთ-ერთი გამოცემის საშუალებით შევიტყვე, რომ თურმე მანანა კობახიძემ ბრძანა, მართლმადიდებლობა და ქართული კულტურა ერს რყვნისო, დავით უსუფაშვილმა კი ბიბლიას საერთოდ ბოროტება უწოდა. ასეთი ადამიანები და მათი მიმდევარნი სწორედ კარლ ბილდტის გამოყვანილი ჰიბრიდები არიან. მას ეტყობა უნდა, ოჯახის წევრებად ჰყავდეს ასეთები და ჰყავდეს იმ ქვეყანაში, სადაც ევროპელები და, თავიანთი ჭკუით, ყველანაირად მოწესრიგებული ხალხი არიან, მაგრამ ერს ასე უხაროდეს, ხვალიდან გამაუპატიურებენო, როგორც ჩვენ, _ ასეთი არაფერი მინახავს.
_ რას გულისხმობთ, მამაო?
_ რას და ასოცირების ხელშეკრულებას ვგულიხმობ! 50 წელია თურქებს ხელი აქვთ მოწერილი ასეთ ხელშკრულებაზე, მაგრამ მიიღო ვინმემ ევროკავშირში? ეკონომიკური მგომარეობით კი ჩვენ მათ ვერ შევედრებით, მაგრამ რად მინდა მაგისთანა საჭმელი თუ სულიერებას შემირყვნი? ეს ხელმოწერა ჩვენი ქვეყნის დაღუპვის დასაწყისია, რომელიც ძალიან მალე ყოველგვარ მყუდროებას დაგვირღვევს, მათ შორის სულიერ მყუდროებასაც - მართლმადიდებლობასაც, რადგან ჰგონიათ, რომ თუ აღარ ვიქნებით მართლმადიდებლები, უფრო კარგად ვიქნებით „გამაძღარნი“.
საკვირაო ქადაგებაში მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ შემოუძახა ხელისუფლებას, რომ მიწების გასხვისებას სერიოზული ყურადღება მიაქციონ, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის არაფერი ქართული პატივსაცემი და გულთან ახლოს მისატანი არ არის. პირიქით, რაც უფრო ჩქარა წაგვბილწავენ, გაგვრყვნიან და ინდოელებით, ირანელებითა და ჩინელებით აგვავსებენ, მეტ ქართველს გააქცევენ აქედან და ეს უნდათ, სწორედ.
თქვენ იცით, რომ თუ ვინმე წასვლას მოისურვებს საზღვარგარეთ, აქაური ქართველებისგან ყოველგვარი ხელშწყობა აქვს, რომ იქ კარგად იყვნენ და აქეთ აღარ მოიხედონ? ამ გზით უნდათ, რომ მართლმადიდებლობა აღმოიფხვრას, როგორც რელიგია, რადგან რაც მეტი გარყვნილი და გაოხრებული დარჩება ამ ქვეყანაზე, უფრო იოლად გათახსირდება საქართველო და აღარ იარსებებს.
მართლმადიდებლობის დასუსტება კი ზუსტად იქ იწყება, სადაც ის ყველაზე ძლიერია და სადაც უძველესია. პირველი საუკუნიდან ანდრია პირველწოდებულის მიერ ნაკურთხი ქვეყანა ვართ და ჩვენ გვირტყამენ, სწორედ, თორემ, რუსეთში მაინცდამაინც არ ებრძვიან მართლმადიდებლობას _ იმიტომ კი არა, რომ რუსეთი დიდია და ეშინიათ, ყველა ჩვენ შემოგვცქერის, საქართველოს და კავკასიას, რადგან თუ აქ დამარცხდება მართლმადიდებლობა, სხვაგან იოლად დაშლიან, კვართი ჩვენ გვაქვს, უფლის კვართი აქ არის - თუ კვართი წაიბილწება, დანარჩენი ყველაფერი იოლად განადგურდება!
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე