Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
2-07-2014, 14:38
ნანახია: 594

   "ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია" "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ცილისწამებაში ადანაშაულებს:

 

   - "დღითიდღე ერთმანეთს ერწყმის და აბსოლუტურად იდენტური ხდება ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა, რაზეც მეტყველებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ერთ-ერთი საჯარო გამოსვლა თიანეთში.

   ამ შეხვედრაზე ქუცნაშვილი გამოდის აბსურდული, ყოველგვარ საფუძველმოკლებული ბრალდებით ჩვენი კოალიციისა და ნაცმოძრაობის წევრების შესაძლო ურთიერთამანშრომლობაზე, რომლის დამადასტურებელ ფაქტად მოჰყავს სატელეფონო საუბრების უკანონო ჩანაწერი, რომელსაც ის ფლობს.

ყველაზე შემაშფოთებელი ქუცნაშვილის ამ გამოსვლაში არის ის, რომ პარლამენტარისგან, უპირველესი კანონმდებელისაგან ხდება კონსტიტუციის დარღვევა ისევე, როგორც წლების განმავლობაში არღვევდა ნაციონალური მოძრაობა და რასაც ვებრძოდით ჩვენ ჩვენი გუნდით. ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაშიც კი, იურისტ ქუცნაშვილს უნდა მოეხსენებოდეს რომ:

   საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, "ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება , პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა , საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით , აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.

საქართველოს კანონის "ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობის შესახებ" მიხედვით, ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიება - სატელოფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის ბრძანებითა და ამაზე უფლებამოსილი ორგანოს / თანამდებობის პირის მიერ. კერძოდ, ზემოთხსენებული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა ხორციელდება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით, რომელიც თავის მხრივ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ჩამონათვალში არ არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (მუხლი 12)

   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა) თანახმად, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.ხოლო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ასევე დასჯად ქმედებას წარმოადგენს და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით ორიდან ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით.

   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით (პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა) განსაზღვრული წესით, ასევე დასჯადია ქმედება, რომელიც ითვალისწინებს ტელეფონის საშუალებით საუბრის ჩანაწერის მოპოვებასა და შემდგომ მის გავრცელებას.

   რაც შეეხება ცილისწამებას, საქართველოს კანონით "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" განსაზღვრული წესით, ცილისწამება ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

   გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქუცნაშვილის ეს გამოსვლა არის მიზანმიმართულად დაგეგმილი ანტიპიარის ნაწილი კოალიცია "ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" წინააღმდეგ, რომელსაც ოცნების ცალკეული წარმომადგენლდები პრაქტიკულად ყველა წინა საარჩევნო კამპანიის დროს ახმოვანებდნენ. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას, თუ კი ვინმეს გააჩნია პირდაპირი შეთანხმებული თანამშრომლობა მათთან, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნება",დაწყებული კოჰაბიტაციიდან დამთავრებული იმ პიროვნებებით, რომლებიც საკმაოდ მაღალ თანამდებობეს იკავებენ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასე რომ საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ პირთა ჩამონათვლის გასაჯაროება, რომლებიც ძალიან კომფორტულად არიან გადასულები და მოკალათებულები ნაცმოძრაობიდან ოცნებაში.

   კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ერთადერთი გზა საქართველოში სამართლიანობის აღდგენისა, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა, არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც საბოლოოდ დაასრულებს კოჰაბიტაციას "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ თანამშრომლობას", - განაცხადეს კოალიციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.