ირმა ინაშვილი:-"ვისურვებდი, რომ არჩევნებში, 20 მილიონი და მეტი თანხაც დაგვეხარჯა, მაგრამ 200 000 ლარში ჩატევა მოგვიწია"

ირმა ინაშვილი:-"ვისურვებდი, რომ არჩევნებში, 20 მილიონი და მეტი თანხაც დაგვეხარჯა, მაგრამ 200 000 ლარში ჩატევა მოგვიწია"

   პოლიტიკურ პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩვენებში პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მაღალი დაფინანასება "ქართულმა ოცნებამ" და "პატრიოტთა ალიანსმა" მიიღო. სწორედ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და განაცხადა:

   -"პოლიტიკურ პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა,  ინფორმაცია ფრაგმენტულად გაავრცელა, რამაც აღნიშნული გაუგებრობა გამოიწვია.  გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "პატრიოტთა ალიანსი",  ერთ-ერთი,  ფინანსურად  ყველაზე მეტად  უზრუნველყოფილი პარტიაა და ყველაზე მეტი შემოწირულობები მიიღო. "პატრიოტთა ალიანსს",  2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩვენებში, არ დაუხარჯავს 200 000 ლარზე მეტი.  ვისურვებდი, რომ ჩვენ, არჩევნებში,  20 მილიონი და მეტი თანხაც დაგვეხარჯა, მაგრამ  ფაქტია, რომ 200 000 ლარში ჩატევა მოგვიწია".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: