"საფრთე ექმნება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"

"საფრთე ექმნება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"

   ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შემდგარ შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდული  პარლამენტის სახელით გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ტუმასიანი გამოეხმაურნენ. მათ აღნიშნულ შეხვედრას  აღმაშფოთებელი უწოდეს და სპეციალური განცხადება გააკეთეს.

   "საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას 2014 წლის 27 ივნისს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, ინოკე კუბუაბოლას და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ, ვიაჩესლავ ჩირიკბას შორის შემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით.

   ჩვენი ქვეყნისთვის არაღიარების პოლიტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, რასაც ადასტურებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. აღნიშნული შეხვედრა და მსგავსი ტიპის ქმედებების საფრთხეს ქმნიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

   აღსანიშნავია, რომ ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, ინოვე კუბუაბოლას  ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში, რომელიც 2014 წლის 26 ივნისიდან 28 ივნისამდე მიმდინარეობდაეძღვნებოდარუსეთსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 40 წლისთავს.

 გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს და ფიჯის მინისტრს შორის შეხვედრის ფარგლებში მოხდა "ორმხრივი ურთიერთობების დამყარების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა".

   ამავდროულად, 2010 წლის 29 მარტს საქართველომ და ფიჯიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ, რომლის თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები იხელმძღვანელებენ თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.

   საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლის აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის გამო, მათ შორის ერთობლივი კომუნიკეს "ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების" დარღვევის გათვალისწინებით.

   საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსდროულად მოხდეს აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, როგორც სამინისტროს მიერ ოფიციალური განცხადების დაფიქსირების, ასევე შესაბამისი ნოტას გაგზავნის, ფიჯის რესპუბლიკის ელჩის დაბარების ან ფიჯის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის შესაბამის პირებთან კონტაქტის მეშვეობით. 

   საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ურჩევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,  დროულად განახორციელოს  ასეთი ქმედებების პრევენცია, მათ შორის საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით"- ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: