Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
3-07-2014, 13:11
ნანახია: 770

მანანა კობახიძე:-

   პარლამენტის ვიცე - სპიკერი მანანა კობახიძე უგულავას კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "უგულავამ ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა დაუხაროს თავი, არამედ კანონს" და დასძინა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ცინიკური გამონათქვამები მათ არანაირად არ წარადგებათ. მისივე თქმით თუ საქმე გვაქვს გადაუდებელ ღონისძიებასთან, მორატორიუმის გაუქმება შესაძლებელია. 

   -"დაპატიმრება არ იყო პროკურატურის თვითმიზანი, მაგრამ გათვალისწინებით მაღალი რისკისა, რომ არ დაბრუნდებოდა ქვეყანაში, ქმნიდა ახალ საფუძველს მომხდარიყო მისი დაკავება. საბოლოოდ სასამართლო იმსჯელებს ყველაფერზე, მაგრამ ყველამ იცის, რომ უგულავას მძიმე დანაშაულებებში ედება ბრალი. მისი უკან დასაბრუნებელი ბილეთიც საკმაოდ არასერიოზულია, რადგან მისთვის, ვისაც მილიონობით ლარს ედავებიან, ის ფინანსური ზარალი, რაც ამ ბილეთის აღებისას გაიღო არაფერია".

   კობახიძის თქმით "კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ყველამ უნდა აგოს პასუხი ცადენილ ქმედებაზე" და არც უგულავა წარმოადგენს გამონაკლისს.

   პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სასამართლოს მიმართა და მოუწოდა ნუ დარჩება იმ პლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ, რომელშიც 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და აქვე აღნიშნავს, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის გავლენისგან თავისუფალია.

   მანანა კობახიძეც ადასტურებს, რომ უგულავას ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი.