Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
3-07-2014, 14:45
ნანახია: 777

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროები ეხმიანებიან

   ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია იყო სისტემური ხასიათის და მოსკოვს საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების მიმართ კომპენსაციის გადახადა დაეკისრა. კომპენსაციის ოდენობა უნდა განისაზღვროს მოლაპარაკებების გზით 12 თვის ვადაში.

   ამ გადაწყვეტილების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ყველა იმ ქართველს, რომელიც გახდა დამამცირებელი მოპყობის მსხვერპლი" გამარჯვება მიულოცა.

   -"მე მინდა, ყველა იმ ქართველს, რომელიც გახდა დამამცირებელი მოპყობის მსხვერპლი, მივულოცო ეს გამარჯვება და ვუთხრა, რომ ევროპულმა სასამართლომ მათი უფლებები დაიცვა".

  თავის მხრივ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ეხმიანება. მათი მტკიცებით, დარღვევები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დეპორტაციის პროცედურებთან დაკავშირებით გამოვლინდა. გარდა ამისა, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სასამართლომ ასევე არ დაადგინა რუსეთიდან საქართველოს იმ მოქალაქეების გაძევების ფაქტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფებოდნენ.