Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
4-07-2014, 11:52
ნანახია: 430

გიორგი ვაშაძე:-

   "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება. მოძრაობის სახელით განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაასაჯაროა.

   -"რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ დარღვეულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმა - დარღვეულია 169-ე პრიმა მუხლი, რომელიც ამბობს, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება, არჩევნები დაენიშნათ  გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე; დარღვეულია 77-ე მუხლი, რომელიც აძლევს ოპოზიციურ ძალას გასაჩივრების შესაძლებლობებს და ფაქტობრივად, ჩვენ მოგვესპო ეს შესაძლებლობა; ეს დარტყმა არ არის იმ ათ რაიონზე, სადაც ჩვენ მეორე ტურში ვმონაწილეობთ, ეს არის დარტყმა ზოგადად, ქართულ დემოკრატიაზე, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ნორმალური არჩევნები არ ტარდება."-განაცხადა ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ.

   ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს დაინიშნა.