უგულავას ახალი ბრალი და სიურპრიზი ადვოკატებს

უგულავას ახალი ბრალი და სიურპრიზი ადვოკატებს

   გიგი უგულავას  ბრალი უკვე წარედგინა. გამოძიება უგულავას 2 ეპიზოდზე ედავება.

   დროებითი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვეს უგულავას ადვოკატებმა, გიზო უგულავას განცხადებით მათთვის სიურპრიზი იყო ის რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების გარდა გიგი უგულავა ბრალდებულად ცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით, ჯგუფური მქომედების ორგანიზებისთვის და იძულებისთვის. 

   ადვოკატის  განცხადებით ამ საქმესთან დაკავშირებით მასალები დაცვის მხარეს მხოლოდ ახლა გადასცეს და ისინი ჯერ ვერ გაეცნენ კონკრეტულად რა მტკიცებულებები აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას გიგი უგულავას წინააღმდეგ. 

   გიგი უგულავა თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიიჩნევს რომ ის უკანონოდაა დაკავებული.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: