ირაკლი ღარიბაშვილი:-" მოგიწოდებთ ყველას, იაქტიუროთ, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი"

ირაკლი ღარიბაშვილი:-" მოგიწოდებთ ყველას, იაქტიუროთ, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი"

   2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტური გაიმართება 8 თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, გორში, მცხეთაში, ოზურგეთსა და თელავში, და 13 თვითმმართველ თემში - ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლში, თელავსა და ხულოში.

   არჩევნების მეორე ტურს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება და აცხადებს:

   -"ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი და გამჭვირვალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება შეუქცევადია.

  მოგიწოდებთ ყველას, იაქტიუროთ, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და მიიღოთ მონაწილოება არჩევნების მეორე ტურში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ კიდევ ერთხელ გამოხატოთ თქვენი ნება და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი.

  იცოდეთ, თითოეული თქვენი ხმა იქნება დაცული და თავისუფალი არჩევანი - გარანტირებული. ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, ვიყოთ პასიური იმ იმედით, რომ არჩევნები უჩვენოდაც ჩატარდება. დღეს არა გვაქვს უფლება გულგრილი დავრჩეთ პროცესებისადმი! იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა მნიშვნელოვანია!     იცოდეთ, თქვენი ხმა იგებს და თქვენი ხმა გადამწყვეტია! მოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი, მიიღეთ მონაწილეობა მეორე ტურში იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: