Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
4-07-2014, 15:21
ნანახია: 446

რას სთავაზობს

   "ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პრეს-სპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა დავით ნარმანიას და ნიკანორ მელიას დებატების დეტალები გაასაჯაროა.

 

   "მოგეხსენებათ ჩვენმა თბილისის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ წერილობით მიმართა თავის ოპონენეტს  ნიკანორ მელიას და არჩევნების მეორე ტურის წინ დებატები შესთავაზა შემდეგი პირობებით: საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაცია გაუწევს ორგანზიებას პოლიტიკურ დებატებს, რომელშიც კონკურენტი მხარის დასტურის შემთხვევაში თბილისის მერობის კანდიდატები დავით ნარმანია და ნიკანორ მელია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დებატებში მონაწილეობას ყველა ნაციონალური მაუწყებელი მიიღებს. თითოეულ მათგანს მიეცემათ საშუალება გამოყოფილ დროში დაუსვან კითხვები ორივე კანდიდატს, მიიღონ მათგან ამომწურავი პასუხები და დებატები გადასცენ პირდაპირი ეთერით.  

   იმედი გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატისთვის მისაღები იქნება ეს შეთავაზება და საკუთარ თანხმობას დროულად დაგვიდასტურებს წერილობით, რათა სწრაფად გატარდეს დებატებისთვის აუცილებელი ტექნიკური პროცესები."