"ბრალდების მხარე სრულ სისულელეს ამტკიცებდა"-უგულავას ადვოკატები წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ

"ბრალდების მხარე სრულ სისულელეს ამტკიცებდა"-უგულავას ადვოკატები წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ

   გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერი ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

   -"ყურადღებით ვადევნებდით თვალს გიგი უგულავას დაკავებას თბილისის აეროპორტში 3 ივლისს. აღვნიშნავთ, რომ გიგი უგულავა, რომელსაც თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერდა, საქართველოში მუნიციპალური არჩევნების დროს ოპოზიციის კამპანიის ხელმძღვანელია. გავიხსენებთ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 14 აპრილს გაკეთებულ განცხადებას საარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცესი სრულიად დამოუკიდებელი, გამჭირვალე და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი იყოს, იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას აიღო", - ნათქვამია ეშტონის პრესსპიკერის განცხადებაში.

   უგულავას დაკავებას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

   -"გიგი უგულავას დაპატიმრება, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის წინა ვალდებულებებს"-წერს ბილდტი.

 

   ცნობისთვის, უგულავას ადვოკატები წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ, მათი განცხადებით "მთელი პროცესის მანძილზე აშკარა იყო დაცვის მხარის პოზიციის სიმყარე. ბრალდების მხარე სრულ სისულელეს ამტკიცებდა. რა კითხვაც მოსამართლეს დაებადა, ყველაფერზე პასუხი მიიღო, მაგრამ სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: