Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (2)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
6-07-2014, 00:15
ნანახია: 836

მიხეილ სააკაშვილი:-

   მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაკავების საფუძველი თავიდან ბოლომდე ყალბია. 

   -"ჩასვეს უგულავა, სანამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ორი დღით ადრე, სასამართლომ თქვა, რომ მისი დაკავების არც ერთი გარემოება არ არსებობდა. იურისტი ვარ და ეს არის ანი და ბანი იურიდიული მეცნიერების, რომ 48 საათში თუ არაფერი შეიცვალა, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე იმავე დონის სასამართლო ვერ გააუქმებს, ყველანაირი იურიდიული პროცედურის დარღვევა მოხდა. მეორე საკითხია, რომ ის დაიჭირეს საარჩევნო კომისიაში შევარდნაზე მარნეულში, იქ რომ არჩევნები ყალბდებოდა, ეს ვიდეოზეა გადაღებული და ის რომ მან გაყალბებაზე მოახდინა რეაგირება, ამაზე სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება"-განაცხადა სააკაშვილმა. 

   ექსპრეზიდენტმა ყველას შეახსენა, რომ ვინც სიყალბის და სიცრუის გზით მიდის, ყოველთვის ცუდად ამთავრებს და განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში.