Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (2)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
8-07-2014, 13:19
ნანახია: 3213

ილჰამ ალიევი შოკირებულია!..

   აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და წერილით უსამძიმრებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს, პაატა შევარდნაძეს. 

    "შოკირებული ვარ მამათქვენის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხის დიდი მეგობარი იყო. ედუარდ შევარდნაძე გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელსაც დამსახურებული პატივისცემა და დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მთელს მსოფლიოში, შესანიშნავი ადამიანი, რომელმაც მთელი ძალები მოძმე საქართველოს თავდაუზოგავ სამსახურს მიუძღვნა. ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს გაქრება ჩვენი ხალხების ორი უდიდესი შვილის - ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის დიდი მეგობრობა. თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ამ მძიმე დღეს მიიღეთ ჩემი და ჩემი ოჯახის ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა. გულწრფელად ვიზიარებთ თქვენს მწუხარებასა და ტკივილს".