Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (2)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
8-07-2014, 18:50
ნანახია: 745

სააპელაციო სასამართლო განჩინებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს

   გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს:

 

   "თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 2014 წლის 8 ივლისს დაუშვებლად ცნო, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი.

   სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარში არ არის დასაბუთებული გასაჩივრებული განჩინების დებულებათა მცდარობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების მართლზომიერებაზე.

   სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ბრალდებულს სხვა საქმეზე შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება, ხოლო ზოგიერთ საქმეზე სასამართლომ მას არ შეუფარდა არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, არ შეიძლება გახდეს უპირობოდ, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების საფუძველი. საქმის მასალებში წარმოდგენილ, აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით გიორგი უგულავას მიმართ დღემდე გამოტანილ სასამართლოს განჩინებებში, მითითებული იყო მოცემული საქმისგან სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ საქმეებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დროს და რომლებიც ყველა ცალკეულ შემთხვევაში შესაფასებლად ინდივიდუალურია".