მამუკა ჩიქოვანი:-"ტყუილების ეპოქა უნდა დასრულდეს!"

მამუკა ჩიქოვანი:-"ტყუილების ეპოქა უნდა დასრულდეს!"

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მთავრობას ახალი საწარმოების შექმნასტან დაკავშირებით ტყუილში ადანაშაულებენ.

ყვარლის გამგებლობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ოფიციალური დოკუმენტით ამტკიცებს, რომ მთავრობის მიერ გახსნილი საწარმოები ყვარელში ფიზიკურად არ არსებობს. 

   -"სია, რომელიც გადმოგვცა საქართველოს მთავრობამ, მონიშნულია 100 საწარმო, რომლითაც  "ამაყობს"  ჩვენი მთავრობა. ამ სიაში არის რამდენიმე ვითომ ქარხანა-საწარმო ყვარლის რაიონში და მე ეხლა ვდგავარ ერთ-ერთი ასეთი ქარხნის წინ და მინდა ვკითხო მოსახლეობას, რა ქარხანაა ეს? ეს არის ჩვეულებრივი პატარა საქონლის სადგომი, ეს ადამიანი წვალობს, აწარმოებს პატარა მეურნეობას  და ამას უწოდებს მთავრობა საწარმოს და ქარხანას, აი, ასე ატყუებენ ხალხს სხვა შემთხვევებშიც", - განაცხადა დეკანოიძემ. 

   მისი მტკიცებით ნუსხაში შეტანილი ობიექტის ნაცვლად, ერთ-ერთ ადგილობრივს ლევან ღონიაშვილს საკუთარი მცირე მესაქონლეობის ფერმა აქვს, რომელსაც წლებია, ფლობს. დეკანოიძე აცხადებს, რომ  მთავრობამ კახეთში 30-მდე საწარმოს გახსნა დააანონსა, რომელიც ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.

   რუსთავში ახლად გახსნილ საწარმოსთან დაკავშირებით ანალოგიური განცხადება გააკეთა რუსთავის მერობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმაც.

   -"მთავრობის ოფიციალური საიტიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე მოვედით ახლადგახსნილი საწარმოს სანახავად, მისამართიც რუკაზეა მითითებული, სამწუხაროდ არაფერიც არ დაგვხვდა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ტყუილების ეპოქაში გვიწევს ცხოვრება."

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: