დავით დარახველიძე:-"შემდეგი პრიორიტეტი იქნება აჩადარის სამარხი"

დავით დარახველიძე:-"შემდეგი პრიორიტეტი იქნება აჩადარის სამარხი"

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის განცხადებით, დაგეგმილია აჩადარის სამარხის გახსნა, სადაც სავარაუდოდ 44 ქართველი მებრძოლის ნეშთი განისვენებს. 

    "შემდეგი პრიორიტეტი იქნება აჩადარის სამარხი, სადაც სავარაუდოდ 44 ქართველი მეომრის ნეშთია განსვენებული. ესენი არიან ის მეომრები, რომლებიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში ბოლომდე გმირულად იცავდნენ მინისტრთა საბჭოს შენობას",- განაცხადა მინისტრმა.

   მოლაპარაკების ფარგლებში სოხუმიდან თბილისში 30-ზე მეტი ქართველი მეომრის ნეშთია გადმოსვენებული და მიმდინარეობს იდენტიფიცირების პროცესი.     გავრცელებული ინფორმაციით გაიხსნა დიღმის სასაფლაო, სადაც სავარაუდოდ აფხაზები იყვნენ დაკრძალულნი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: