გუგული მაღრაძე:-"ახლა უკვე შერჩევით უნდა მოვეკიდოთ, რა ტიპის გადაცემებში მივიღოთ მონაწილეობა და რაში არა"

გუგული მაღრაძე:-"ახლა უკვე შერჩევით უნდა მოვეკიდოთ, რა ტიპის გადაცემებში მივიღოთ მონაწილეობა და რაში არა"

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ დღეს ბევრ ადამიანს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვისა თუ სოფლის მეურნეობის პროგრამებისა და პროექტების შესახებ და სწორედ ინფორმაციის მაყურებლამდე მიტანა უნდა იყოს მედიის ამოცანა. მისივე თქმით მედიაში დრო საგნობრივ კამათს უნდა დაეთმოს. 

   "აქამდე ყველა თოქ-შოუში იყო ასეთი ტენდენცია: "ნაციონალური მოძრაობა" რაღაც განცხადებას გააკეთებდა, საღამოს გადაცემაში დაჯდებოდა წამყვანი, აქეთ "ნაციონალური მოძრაობა, იქით ხელისუფლება და წამყვანს ჰქონდა ერთი ამოცანა – უნდა შეეგდო ერთი წინადადება, შემდეგ კი მიდიოდა ორივე მხიდან კამათი. არჩევნების წინა პერიოდში რამდენიმე გადაცემას ვუყურე და სიმართლე გითხრათ, პირველი სამი წინადადების შემდეგ ვერაფერი გავიგე, რას ამბობდნენ მხარეები. ეს არის დაკარგული ერთი საათი, არაფერი შინაარსობრივი არ რჩება. ამიტომ მე ვფიქრობ და ჩემი გუნდის ბევრი წევრი იზიარებს ამ მოსაზრებას, რომ ძალიან შერჩევით უნდა მოვეკიდოთ, რა ტიპის გადაცემებში მივიღოთ მონაწილეობა და რაში არა. 

    ჩვენ უკვე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე, შესაბამისად, უკვე სხვანაირ მოთხოვნებს ვუყენებთ მედიასაც. გვაქვს მოთხოვნა, რომ მედიამ გააშუქოს მოვლენები და საკითხები, რომელთა შესახებ ინფორმაცია აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს თანამონაწილე ყველა იმ რეფორმისა თუ პროექტისა, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს. ამიტომ მე ჩემი გუნდის წევრებსაც მოვუწოდებდი, რომ გავიდეთ ისეთ გადაცემებში, სადაც საგნობრივად ველაპარაკებით საზოგადოებას, უნდა იყოს უფრო ფართო სპექტრი, მათ შორის, ექსპერტებიც და დოკუმენტების, ფაქტების საფუძველზე იქნება მსჯელობა. ეს არ არის არავითარი ბოიკოტი", - განაცხადა გუგული მაღარაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: